ფეხბურთი
დე ხეა "მანჩესტერში ბედნიერი ვარ"
2013, 14 თებერვალი, 16:08
მანჩესტერ იუნაიტედის ესპანელი კიპერი დავიდ დე ხეა აცხადებს, რომ მანჩესტერში ბედნიერია. მადრიდის რეალთან მატჩის შემდეგ, რომელიც 1:1 დასრულდა და რომელშიც სტუმართაგან უდაოდ საუკეთესო ახალგაზრდა ესპანელი იყო, დე ხეამ ჟურნალისტებს უთხრა: "მე ძალიან ბედნიერი ვარ მანჩესტერში. ყოველდღე უფრო და უფრო მეტად ბედნიერი".