x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138963
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
განდიდება შიშით.

დილით ვკითხულობდი ისტორიას, ჩვენ ისტორიას რომელიც გამოჩენილი ადამიანებით არის შექმნილი, დიდი სიამაყის გრძნობა მეუფლება როცა ცხოვრების წესით, ვაჟკაცობით და თავისებური დიდი სიყვარულით გამორჩეული წინაპრების გმირობას და ცხოვრებას ვკითხულობ, თან გული მწყდება, რომ ისტორია მხოლოდ გამორჩეულ ადამიანებს იმახსოვრებს და მხოლოდ მათზე გადმოგვცემს, ხოლო დანარჩენთ, მოვიდნენ წავიდნენ და თითქოს არც უცხოვრიათ რადგან თავის კვალი ვერ დაამჩნიეს ისე ღრმად და მძაფრად იმ ერთეულებივით. მართლა რა საოცარია და ძლიან მინდა მეც მათ გვერდში მომათავსოს მემატიანებ დიდი ისტორიის წიგნში როცა მთლად არც კი ვიცი რატომ? ანდა ამას რა აზრი აქვს? ჩემმა მეათე შთამომავალმა რომ წაიკითხოს და იამაყოს? მინდა ჩემ გვერდით ფურცელზე ადგილი გაიხადოს ცხოვრების მიზნად თუ მე რომ დავხუჭო ამაყად თალები რომელსაც ყველას მოვავლებ და მივანიშნებ აიიი, მე რას მივაღწიეოო... თუ იმიტომ რომ ვთვლი ამ ქვეყნად სხვებზე დიდი უნდა იყო. ალბათ უფრო მისთვის რომ სიმარტოვის მეშინია და ვფიქრობ რაც უფრო ძლიერი, გავლენიანი და დიდი ვიქნები, მუდამ იქნებიან ჩემ გვერში ადამიანები ჩემი ქონების და მდგომარეობის გამო, ის არის გარანტი რომ უეჭველი დავვჭირდები ხალხს და მათ სხვა გამოსავალი არ ექნებათ? არ ვიცი ალბათ ძალიან გვეშინია ყველას, და გავრბივართ ქაოსში შეშინებულები, დანარჩენი კი თავისთავად ეწყობა ერთმანეთს, იქნებ მან მოგვავლინა და შიშში შიშით ცხოვრება გვასწავლა, image ისე შეგვაგუა და შეგვაჩვია სიყვარულის და შიშის ნაზავს რომ ამას ზოგჯერ ბედნიერებასა ვეძახით . ა.ვ.2000წ.

0
56
2-ს მოსწონს
ავტორი:აკაკი79
აკაკი79
56
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0