სხვა მსოფლიო ღირშესანიშნავი ადგილები 2013, 13 თებერვალი, 0:53 მსოფლიოს ღირშესანიშნავი ადგილები მსოფლიოში უამრავი ლამაზი ადგილია, რომელთა ნახვის შემდეგ ადამიანს რჩება შთაბეჭდილება რომ დედამიწაზეც შეიძლება სამოთხის ხილვა. მე შევეცდები ჩემი თვალით დანახული მსოფლიოს ულამაზესი ღირშესანიშნავი ადგილები გაგაცნოთ. პირველ რიგში წარმოგიდგენთ ჩემს საოცნებო ადგილს"ეიფელის კოშკს", რომელიც ბატონმა ეიფელმა დაარსა საფრანგეთში.თავიდანვე ამ კოშკმა ყველას ყორადღება მიიპყრო. როგორც ცნობილია კოშკის სიმაღლე 324 მეტრია. კოშკის დაარსების თარიღია 1889 წელი.დღესდღეობით ამ კოშკში რესტორნების მეტი არაფერია., დაღამებიდან დილამდე, ყოველ სრულ საათზე, ეიფელი ციმციმს იწყებს და 5 წუთი გრძელდება.კოშკი სულ 18 038 მეტალის ნაწილისა და 2 500 000 ჭანჭიკისაგან შედგება. გახსნიდან 2007 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ზუსტად 236 445 812 დამთვალიერებელმა მოინახულა ეიფელის კოშკი. გი დე მოპასანი ეიფელის კოშკს მსოფლიოს უმახინჯეს ნაგებობად მიიჩნევდა, კოშკზე არსებულ რესტორანში ხშირად სადილობდა და ამბობდა, “ეს ერთადერთის ადგილია, საიდანაც ეიფელის კოშკი არ ჩანს“. 2)ტიან ტან ბუდა — დიდი ზომის ბრინჯაოს ბუდას ქანდაკება ლანტაუს კუნძულზე, ჰონკონგი. ასევე ცნობილი როგორც "დიდი ბუდა", ეს უმაღლესი ღია ცის ქვეშ მდებარე ბრინჯაოს დამჯდარი ბუდას ქანდაკებაა. სკულპტურა მდებარეობს პო ლინის მონასტერთან და ადამიანსა და ბუნებას, ხალხსა და რელიგიას შორის ჰარმონიულ თანაარსებობას, ურთიერთობას განასახიერებს. ეს ჰონკონგის უდიდესი ბუდისტური ცენტრი და პოპულარული ტურისტული სანახაობაა. 3) ლოტოსის ტაძარი, ანუბაჰაისტური სამლოცველოსახლი – თანამედროვედელის და მთელი აზიისერთერთი ყველაზეშთამბეჭდავიარქიტექტურულიღირშესანიშნაობაა. ტაძრისმშენებლობა 1986 წელსდასრულდა. ტაძრისშენობას გიგანტურინახევრადგაშლილილოტოსის ყვავილის ფორმააქვს, რომელიც სამ რიგად დაწყობილი 27 „ფურცლისგან“შედგება.ლოტოსის ტაძარი უნიკალური არქიტექტურული ნაგებობაა, რომელსაც არ გააჩნია არცერთი სწორი ხაზი 4) მაჩუ-პიქჩუ - ძველი მწვერვალი — XV ძეგლი პერუში, ზღვის დონიდან 2 430 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს, მისი მშენებლობა ინკებმა დაახლოებით 1400 წელს დაიწყეს. არქეოლოგთა უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ მაჩუ-პიქჩუ აშენდა როგორც ინკების იმპერატოტ პაჩაკუტის მამული. მას ხშირად მოიხსენიებენ „ინკების ქალაქის“ სახელით. 5) პლიტვიცების ტბების ეროვნული პარკი -უძველესი ეროვნული პარკი სამხრეთ ევროპაში და უდიდესი ხორვატიაში. შეიქმნა 1949 წელს და მდებარეობს ცენტრალურ ხორვატიაში. პარკის ტერიტორიაზე გაედინება ჩრდილოეთი-სამხრეთი ხორვატიის დამაკავშირებელი გზა, რომელიც ქვეყნის შიდა ნაწილს ხმელთაშუაზღვიურ სანაპირო ზოლთან აერთებს.ეროვნული პარკი მსოფლიოში ცნობილია მისი ჩამწკრივებული ტბათა კასკადებით. ბოლო დროს, მათი რიცხვი 16-ს შეადგენს. ტბების წარმოქმნის მიზეზი რამდენიმე პატარა მდინარისა და მიწისქვეშა კარსტული მდინარეების შერწყმაა. ყველა ტბა ერთმანეთთან დაკავშირებულია და მიმდინარეობს წყლის გაცვლა. ტბები განთქმულია მათი განსხვავებული ფერებით, რომლებიც ცისფერიდან მწვანეში, ნაცრისფერში ან ლურჯში გადადის. ტბების მთლიანი ფართობი 2 კმ²-ს შეადგენს. 6) სიდნეის ოპერის თეატრი -მუსიკალური თეატრი ავსტრალიაში, სიდნეიში, XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული შენობა და ერთ-ერთი ყველაზე განთქმული საკონცერტო დარბაზი მსოფლიოში. შენობის პროექტი ეკუთვნის დანიელ არქიტექტორ იორნ უტზორნს, რომელმაც ამ შენობისთვის 2003 წელს პრიცკერის მიიღო. ბევრისთვის შენობის სფერული ნიჟაროვანი სახურავი ახლომდებარე ყურეში მცურავი აფროსან ფლოტილიას ჰგავს. ოპერის თეატრში მდებარეობს ავსტრალიის ეროვნული საოპერო დასი, სიდნეის თეატრალური კომპანია და სიდნეის სიმფონიური ორკესტრი. 7) დიდი კანიონის ეროვნული პარკი - ამერიკის შეერთებულ შტატებში შექმნილი ერთ-ერთი უძველესი ეროვნული პარკი. მდებარეობს არიზონის შტატში. პარკის ტერიტორია მოიცავს დიდი კანიონის და მდინარე კოლორადოს, ის ბუნების საოცრებადაა აღიარებული. დიდი კანიონის ეროვნული პარკის ფართობი შეადგენს 4 927 კმ²-ს. მრავალფეროვანია პარკის ფლორა და ფაუნა. აქ დაახლოებით ცხოვრობს: 355 სახეობის ფრინველი, 89 სახეობის ძუძუმწოვარი, 47 რეპტილია, 9 სახეობის ამფიბია, 17 სახეობის თევზი. პარკის ფლორიდან აღსანიშნავია: 167 სახეობის სოკო, 64 სახეობის ხავსი და 195 სახეობის ლინქენი. 731 5-ს მოსწონს
|