ეკონომიკა "Google" საკუთარ აეროპორტს აიშენებს 2013, 12 თებერვალი, 23:32 კომპანია Google აპირებს საკუთარი აეროპორტის აშენებას, რომელიც 29 აკრზე იქნება განლაგებული, კალიფორნიაში.
პროექტი 82 მლნ აშშ დოლარადაა შეფასებული. ამჯერად იგი შემოწმებას გადის შესაბამის ინსტანციებში. Google–ს აქვს მინიმუმ 8 თვითმფრინავი, მათ შორის სამგზავრო Boeing 767, რომლის თანამფლობელიცაა სერგეი ბრინი. სან–ხოსეს მულტინაციონალური აეროპორტის წარმომადგენლები ხელისუფლებას სთხოვენ ნება დართონ Google–ს აეროპორტის აშენებისთვის – იგი დადებით ზეგავლენას მოახდენს ქალაქის ეკონომიკაზე, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები და უზრუნველყოფს დამატებითი შემოსავლის გაჩენას სხვადასხვა გადასახადების სახით. 30 2-ს მოსწონს
|