x
image
t.x.
ცხოვრობენ თუ არა ჩვენს სახლში პარალელური სამყაროს უხილავი არსებები

imageუარყოფით ენერგიებზე, მის ზემოქმედებასა თუ შედეგებზე, დღეს ბევრი მკვლევარი საუბრობს. თუმცა, ადამიანების უმრავლესობა მსგავს რამეს ყურადღებას არ აქცევს, მშვიდად განაგრძობს ცხოვრებას და არც პარალელური სამყაროსი სჯერა და არც იქ ბინადართა არსებობა ჰგონიათ რეალობა.image ადრეულ საუკუნეებში პარალელურ სამყაროში მობინადრე არსებებს ელემენალებს უწოდებდნენ, ზოგი პოლტერგეისტად მოიხსენიებს, ზოგიც „ბარაბაშკად“. საქართველოში კი, მათ კეთილი ფუძის ანგელოზებად მიიჩნევენ. სხვა სამყაროების მცხოვრებლები, ისევე როგორც ჩვენ – ადამიანები, ბოროტებიც არიან და კეთილებიც. ისინი, ჩვენს დამოკიდებულებასა და განწყობას ხვდებიან და შესაბამისადაც რეაგირებენ დედამიწაზე მცხოვრებ კონკრეტულ ადამიანებზე. ასევე, არიან ისეთებიც, ადამიანების უხილავ დამცველებად რომ გვევლინებიან და ამიტომ დაარქვეს მათ ფუძის კეთილი ანგელოზები. ზოგი კი პირიქით, ზიანს აყენებს ადამიანს, მათ ფსიქიკაზე უარყოფითად მოქმედებს და რეალურ სამყაროში გადმოსული, უწმინდურ ძალად გვევლინება.image

– პარალელური სამყაროს უხილავი არსებები, იმ საცხოვრებელ ბინებში იბუდებენ, სადაც სისუფთავის წესებს არ იცავენ. ხშირად არ ასუფთავებენ ბინას და გასარეცხი ნივთები აქვთ დაგროვებული. ასევე, მათი კვების მთავარი წყაროა ენერგია, რომელიც სივრცეში ჩვენი უარყოფითი ფსიქიკური გამოხდომების დროს გამოიყოფა.

ფიზიკურ ჭუჭყზე მეტად, უცხო განზომილების ვამპირებს ფსიქიკური აფეთქების ენერგეტიკა უფრო იზიდავთ. გაბრაზებული ადამიანის აურიდან სივრცეში ფსიქიკური ენერგიის ნაკადები გამოიფრქვევა. ასტრალურ ვამპირსაც სწორედ ეს ენერგია სჭირდება გამოსაკვებად. ასე რომ, ნეგატიური ემოციების შედეგად, ადამიანი უამრავ სასიცოცხლო ენერგიას კარგავს.

სხვა სამყაროების ბინადრები ძალიან მგრძნობიარეები არიან არომატების მიმართ. ამ მხრივ ყველაზე კარგი საშუალება და მათგან თავდაცვის მთავარი წყაროა, ველური ვარდის, ევკალიპტისა და პიტნის სურნელის მქონე, სპეციალური ჩხირების ანთება ბინაში.image
ადამიანის ორგანიზმის ენერგეტიკული გაწმენდა, ასევე, დაბინძურებული აზრებისა და გრძნობების მოცილებაც შესაძლებელია. კერძოდ, ადამიანს საკუთარი აზრების სწორი ტრანსფორმირება და მიმართულების მიცემა შეუძლია ცეცხლის, წყლისა და სხვადასხვა არომატების დახმარებით. ამიტომ, ხშირად უყურეთ დანთებულ ცეცხლს, სანთლის ალს, გამდინარე წყალს და ისუნთქეთ სურნელოვანი ჩხირების არომატი. ამით საკუთარ აზრებსა და ფიქრებსაც გაისუფთავებთ ნეგატიური გავლენისგან და სხვა სამყაროს არსებების ენერგოდონორობასაც დააღწევთ თავს.

0
219
5-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
219
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0