x
იცით თუ არა, რომ... 1 ნაწილი
1.დედამიწის ახლანდელი ქანების ასაკი 3.4-3.5 მილიარდ წელს უდრის.

2.ავსტრიელმა მეცნიერებმა დაადგინეს მეტად გამძლე მინერალის - ცირკონის - ასაკი - 4.1 მილიარდი წელი. ეს მინერალი ამჟამად ქვიშაქვებშია დალექილი.

3. საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ყველაზე ძველი ქანების ასაკი 500-700 მილიონ წელს აღემატება.

4. საქართველოში ყველაზე ახალგაზრდა ქანები ვულკანული ამოფქვევის შედეგად წარმოიშვა და მათი ასაკი 6 000 წლით განისაზღვრება.


5. თავდაპირველად ჰაერის შემადგენლობის განსაზღვრა ხდებოდა მხოლოდ დედამიწის ზედაპირიდან მცირე სიმაღლეზე.

6.ჰაერის შემადგენლობის ერთ-ერთი პირველი გამოკვლევა დიდ სიმაღლეზე ჩატარდა საბჭოთა კავშირში 1933 წლის 30 სექტემბერს. გაუშვეს სტრატოსტატი - უზარმაზარი საჰაერო ბურთი. მასზე ჩამოკიდებული იყო ჰერმეტულად დახურული კაბინა, რომელშიც იჯდა სამი ჰაერონაოსანი.სტრატოსტატი აფრინდა რეკორდულ სიმაღლეზე - 19 კილომეტრზე. ჰაერნაოსნებმა სხვადასხვა სიმაღლეზე აიღეს სინჯები. გამოირკვა, რომ ჰაერის შემადგენლობა 18კმ სიმაღლეზე არ იცვლება.

7.ატმოსფეროს მაღალი ფენების შემადგენლობის შესახებ უტყუარ ცნობებს იღებენ თვითფრინავი-შუშხუნების საშუალებით. დადგინდა, რომ 20-30 კმ-ის ზევით კლებულობს ჟანგბადი და იზრდება აზოტის შემადგენლობა. შესამჩნევად კლებულობს არგონისა და ნახშიროჟანგის რაოდენობაც.

8.კონტინენტების საერთო ფართობი 139 მილიონი კმ-ია, ხოლო ოკეანებში მიმობნეული კუნძულების საერთო ფართობი 10 მილიონი კმ-ია.

9.ალფრედ ვეგენერი გრელანდიის ნამქერებში დაიღუპა იქაური მყინვარების შესწავლისას.

10.თანამედროვე ხანაში დედამიწას ყოველწლიურად 10 მილიონ ტონამდე კოსმოსური მტვერი ეფინება. რა თქმა უნდა, წარსულში მისი რაოდენობა საგრძნობლად მეტი იქნებოდა.

0
39
შეფასება არ არის
ავტორი:ზერო
ზერო
39
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0