საზოგადოებრივი "გოთები", ვინ არიან ისინი? 2013, 11 თებერვალი, 21:33 გასული საუკუნის 70-იან წლებში დიდ ბრიტანეთში პანკ-მოძრაობის ბაზაზე შეიქმნა სუბკულტურა "გოთები". დღეის მდგომარეობით ეს სუბკულტურა მოიცავს ნებისმიერი ასაკის ადამიანებს. მიუხედავად ძირითადი ბნელი იმიჯისა, გოთური მიმართულებები საკმაოდ მრავალმხრივი და საინტერესოა. მაგრამ იმისათვის, რომ ეს დაინახო და გაიგო ალბათ თვითონ უნდა იყო გოთი.
ყველაფერი გოთური დასაწყისს 80-იან წლებში გახაურებული გოთური როკ ჯგუფებისაგან იღებს. "გოთიზმის" საფუძველი ყოველთვის ერთია: შავი ფერის დომინირება ჩაცმულობაში, რკინის სამკაულები გოთური სიმბოლოებით, ასევე შავი ფერის გამოყენება თავისებური მაკიაჟისათვის. გოთური მოდა გოთების ძირითადი ატრიბუტია "ანხი", ეგვიპტური ჯვარი, რომელიც ზემოდან წრით სრულდება. ეს არის უკვდავების სიმბოლო და წყალთან ასოცირდება. დამატებითად გამოიყენება ჯვრები, პენტაგრამები, ჩონჩხის და ღამურების გამოსახულებები. გარეგნობა ეს სულ სხვა თემაა. თუ გვერდით ორ გოთს დააყენებთ, შეიძლება იფიქროთ, რომ ერთი გოთია, ხოლო მეორე სხვა სუბკულტურის წარმომადგენელი. ჩვეულებრივ ცხოვრებაში გოთები ყოველთვის არ იღებებიან. გოთების ვარცხნილობას ვერ დათვლით. ეს შეიძლება იყოს, როგორც იროკეზი, ისე ჩამოშლილი გრძელი თმები, ან ნახევრად გაპარსული თავი. ძირითადი ფერი შავია, თუმცა გვხვდება იასამნისფერი, წითელი და ლურჯთმიანი გოთებიც. გოთური მუსიკა გოთ-როკი პირველ რიგში. ასევე გოთები უსმენენ პოსტ-პანკს, გოთაბილის, დარქვეივს, გოთიკ-მეტალსა და სხვა მსგავს ჟანრებს. გოთიკ-როკი სუბკულტურის წარმოშობასთან ერთად დაიბადა. ხო მართლა, თუ თქვენ თვლით, რომ Marilyn Manson, Nigtwish და HIM გოთიკ-როკია, ცდებით. გოთის შინაგანი სამყარო ბევრი გოთებსა და პანკებში ერთ მიმართულებას ხედავს, მაგრამ ეს ასე არ არის. პანკი აქტიურია, გოთი პასიური. საქმე იმაშია, რომ პანკები ღიად და აგრესიულად გამოხატავენ თავის პროტესტს სამყაროს მიმართ. გოთები კი თავის მხრივ მშვიდად "არ ესალმებიან" არსებულ რეალობას. დასაწყისში ისინი ისეთივე იყვნენ როგორც პანკები. მაგრამ დარწმუნდნენ რა ღია პროტესტის არაეფექტურობაში წავიდნენ მორალურ, ანტიაგრესიულ წინააღმდეგობაში საკუთარ შინაგან სამყაროსა და გარემომცველ სამყაროს შორის. უხეშად თუ ვიტყვით გოთიკა ეს არის ღრმა პესიმიზმი. სხვა სიტყვებით "თქვენ ყველა მოკვდებით, რას ხედავთ კარგს?" თუ გოთებს დააკვირდებით ბევრ მათგანში პესიმიზმის მარცვალსაც ვერ იპოვით. უმეტესობისათვის გოთობა ალბათ მხოლოდ იმიჯს ნიშნავს. ერთ რამეში გოთები ერთიანები არის. ისინი უპირისპირებენ საკუთარ "მეს" მთელს გარე სამყაროს და არსებულ სტრუქტურებს. გოთები სულელები არ არიან, ისინი გამოდიან ინტელექტუალური განათლების და მსოფმხედველობის გაფართოების დასაცავად (რასაც სხვა სუბკულტურები არ აკეთებენ). გოთიკას ხშირად ადანაშაულებენ საზოგადოებაზე ცუდი გავლენის გავრცელებაში. მთავარი არის სუიციდის პროპაგანდა. დღეს არსებობს მეორე ვერსია, რომ გოთების საზოგადოება იღებს პესიმისტ ადამიანებს, საშუალებას აძლევს ეკონტაქტოს სხვებს და ამით თანდათანობით აშორებს მათ ფიქრებს სუიციდის შესახებ. ხშირად გოთი შეიძლება სატანისტში აგერიოთ. ეს ადამიანების სრულიად სხვადასხვა ტიპია. თუ სატანისტები ეშმაკს ეთაყვანებიან, გოთებს უფრო ღმერთის სჯერათ. გოთი არასოდეს მიაყენებს ზიანს ადამიანსა და ცხოველს რიტუალური მკვლელობის გზით. ეს მშვიდი სუბკულტურაა, რომელსაც არავისთვის სურს ცუდი (თუმცა გვხვდება ცოფიანი წარმომადგენლებიც). 1676 10-ს მოსწონს
|