x
image
ბუბუ007
ყველაზე შემზარავი საავიაციო შემთხვევა

ყველაზე შემზარავი საავიაციო შემთხვევა, რომელმაც სპორტსმენებისimage
სიცოცხლე შეიწირა, 1972 წლის 13 ოქტომბერს მოხდა. იმ დღეს, ურუგვაის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც ჩარტერულ რეისს ასრულებდა, ეკიპაჟის
5 წევრი და 40 მგზავრი იმყოფებოდა. ისინი რაგბის გუნდის მოთამაშეები იყვნენ. მათთან ერთად ბორტზე მწვრთნელები, ნათესავები და რამდენიმე სპონსორი იმყოფებოდა. რეისი წინა დღეს, 12 ოქტომბერს დაიწყო, მაგრამ უამინდობის გამო თვითმფრინავი არგენტინის ქალაქ მედოსაში დაჯდა. მეორე დღეს კი, ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში გაფრინდა.

ანდების თავზე ფრენისას, თვითმფრინავი ძლიერ ციკლონში მოხვდა. მინიმალური ხილვადობის გამო, თვითმფრინავმა კუდი მთის მწვერვალს წამოსდო. ძლიერი დარტყმისგან მას ფრთა მოტყდა. უშუალოდ ჩამოვარდნისას, ბორტზე მყოფი 45 ადამიანიდან 12
დაიღუპა. კიდევ 6 მეორე დილას გარდაიცვალა. დარჩენილი 27 ადამიანი, 3600 მ-ის სიმაღლეზე, უმკაცრეს კლიმატურ პირობებში, გადარჩენის პრობლემის წინაშემარტონი დარჩნენ. მათ არც თბილი ტანსაცმელი და არც მედიკამენტები ჰქონდათ.


თვითმფრინავის დაკარგისთანავე, სამი ქვეყნის მთავრობამ მისი ძებნა დაიწყო, მაგრამ უშედეგობის გამო, სამძებრო სამუშაოები მერვე დღეს შეწყდა. ამის შესახებ, თავად საბედისწერო რეისის გადარჩენილმა მგზავრებმა პატარა რადიოთი შეიტყვეს.

გადარჩენილების მდგომარეობას, საჭმლის მინიმალური
მარაგი აუარესებდა. მათ მხოლოდ რამოდენიმე შოკოლადის ფილა და ღვინის ბოთლი ჰქონდათ. მკაცრი ეკონომიის მიუხედავად, საჭმლის მარაგი მალე გათავდა. მართალია წყალს თოვლის გადნობით მოიპოვებდნენ, მაგრამ შიმშილმა ისინი უკიდურეს ზღვარზე - კანიბალიზმზე წასვლა აიძულა. მათ დაღუპული ადამიანების
ხორცის ჭამა დაიწყეს.

0
51
2-ს მოსწონს
ავტორი:ბუბუ007
ბუბუ007
51
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0