ვარსკვლავები ცნობილი ვარსკვლავების ჩაცმულობა გრემის დაჯილდოვებაზე. (ფოტოები) 2013, 11 თებერვალი, 20:41 გუშინ გრემის 55-ე დაჯილდოვება გაიმართა, სადაც წლის საუკეთესო მომღერლები გამოავლინეს, რის შემდეგაც, როგორც ყოველთვის, მათ გულისამაჩუყებელ მადლობებსა და წინასწარ მომზადებულ სიტყვებს ისმენდნენ. ცერემონიალის დაწყებამდე მოდის კრიტიკოსებმა ვარსკვლავთა ჩაცმულობა შეაფასეს და გემოვნებიანი მომღერლებიც დაასახელეს. მათი მოწონება ძირითადად ბიონსემ, რიანამ და ტეილორ სვიფტის საღამოს კაბებმა დაიმსახურეს. დანარჩენი შედარებით ცნობილი ვარსკვლავების სამოსის შეფასება კი თქვენთვის მომინდია, რომლებიც წითელ ხალიჩაზე დიდხანს პოზიორობდნენ კამერების წინ, სპეციალურად ცნობილ დიზაინრებთან შეკერილი კაბებით. ბიონსე. ის მართლაც ძალიან კარგად გამოიყურებოდა.მის ჩაცმულობაზე ოსმან იუსეფზადამ იზრუნა(წარმოდგენა არ მაქვს ვინ არის). რიანა. ეს მომღერალი ნამდვილად არვიცი ვინ არის, მაგრამ მისმა კაბამ ჩემი ყურადღება მიიქცია. ეს კაბა ჟივენშს ეკუთვნის... (ნამდვილად არ მომეწონა). ადელი გრემის მფლობელი გახდა, რომელსაც ვალენტინოს კაბა ეცვა. ჯენიფერ ლოპესმა დრეს-კოდი დაარღვია, რადგან გრემის ამ დაჯილდოვებაზე აკრძალული იყო ინტიმური ადგილების გამოჩენა და ღრმად ამოჭრილი კაბები. ქეითი პერი. მანაც მთლიანად არ დაიცვა დრეს-კოდი. ტეილორ სვიფტი. კელი ოსბორნი. გრემის დაჯილდოვებაზე იმყოფებოდა მსახიობი ნიკოლ კიდმანიც. კარლა კლოსი. 198 6-ს მოსწონს
|