ბოლო ფოტო ტიტანიკის,
რომელიც 1912 წლის 10აპრილს საუთჰემპტონის პორტიდან გავიდა. ვიდრე დასავლეთისკენ გაეშურებოდა,
გზაზე შერბურსა (საფრანგეთი) და კვინსტაუნში შეიარა და მგზავრები
აიყვანა. გასვლიდან ოთხი დღის შემდეგ, 1912 წლის 14 აპრილს, 22:40-ზე, ტიტანიკი აისბერგს შეეჯახა. 1912 წლის 15 აპრილის დილით გემი ჩაიძირა, შეჯახებიდან 2 საათისა და 40 წუთის შემდეგ. ჩაძირვამ 1, 517 ადამიანის დაღუპვა გამოიწვია (სულ 2, 223 მგზავრი), რაც ტიტანიკის კატასტროფას ერთ-ერთ უდიდესს ხდის საზღვაო ისტორიაში. დიდი მსხვერპლი ნაწილობრივ იმით იყო
განპირობებული, რომ გემზე საკმარისი რაოდენობის ნავი არ იყო. ნავების რაოდენობა სულ 1.178 ადამიანზე იყო გათვლილი.