x
image
თეა კუჭავა
როგორ შეამცირა უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ სტუდენტებში წყლის დანახარჯი


image
კალიფორნიის შტატის ქალაქ სანტა-კრუზის უნივერსიტეტის ადმინისტრაციას სურდა, რომ საუნივერიტეტო ქალაქის მცხოვრებ სტუდენტებს უფრო ეკონომიურად ეხარჯათ ელექტროენერგია და წყალი.ვინაიდან სტუდენტები ამტკიცებდნენ, რომ ბუნების დამცველები იყვნენ, ადმინისტრაციამ ეს დაიჯერა და სასხაპეებში დაბანის პროცედურასთან დაკავშირებული ინსტრუქცია გამოაკრა, რომლითაც ვარაუდობდა, რომ მიაღწევდა სტუდენტთა ქცევის შეცვლას და წყლის ხარჯის მნიშვნელოვნად შემცირებას. მამაკაცთა სასხაპეში გამოკრული ინსტრუქცია იყო იმაზე, რომ გასაპნის პერიოდში სტუდენტებს წყალი გადაეკეტათ. კერძოთ, მას ასეთი სახე ჰქონდა:“1 დასველდით, 2 გადაკეტეთ წყალი, 3 გაისაპნეთ, 4გადაივლეთ" .ხუთი დღის შემდეგ სტუდენტთა მხოლოდ 6 %-მა შეცვალა ქცევა ინსტრუქციის შესაბამისად.როდესაც ინსტრუქციის ადგილი შეცვალეს და უფრო გამოსაჩენ ადგილას დაკიდეს, აღმოჩნდა რომ მას სტუდენტთა 19% დემორჩილა. მიუხედავათ ამისა, აღმოჩნდა რომ საერთო ეფექტურობა ძალიან დაბალი იყო, ვინაიდან ზოგჯერ ზოგიერთი სტუდენტი ძალზე დიდხანს ნებივრობსა შხაპში.

ბოლოს ყველა ინსტრუქცია ჩამოხსნეს და ერთმა სტუდენტმა აჩვენა, თუ როგორ უდა ესარგებლათ შხაპით.ექსპერიმენტატორის ასისტენტი შედიოდა საშხაპეში, როდესაც იქ არავინ იყო, უშვებდა წყალს და შესასვლელისკენ ზურგით დგებოდა, როგორც კი ვინმეს ხმას გაიგონებდა, ინსტრუქციის შესაბამისად იწყებდა დაბანას-მაშინვე კეტავდა წყალს, ისაპნებოდა, ივლებდა და გადიოდა. შედეგად, ადმინისტრაციისთვის სასურველი ინსტრუქციის შესრულების მაჩვენებელმა 49%-ს მიაღწია.

როდესაც იგივე ქცევის დემონსტრირებისთვის ორი მოდელი გამოიყენეს, დამსწრეთა 67%-მა გაიმეორა ქცევა.საწყისი ინსტრუქციის შესრულების 6%-თან შედარებით დიდი მატება
იყო.

1
635
8-ს მოსწონს
ავტორი:თეა კუჭავა
თეა კუჭავა
635
  
2013, 11 თებერვალი, 18:21
:))
0 1 1