სხვა მოწმის მეხსიერება (რატომ არის ადვილი მოწმის ჩვენების ჩეცვლა და გადაბირება) 2013, 11 თებერვალი, 16:58 მოწმე სასამართლოზე დებს ფიცს-“თქვას სიმართლე და მხოლოდ სიმართლე". მეხსიერება ზუსტი იქნება თუ მცდარი, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ არის ინფორმაცია აღბეჭდილი და ემთხვევა თუ არა აღდგენის პირობები აღბეჭვდის პირობებს.ვინაიდან ფსიქოლოგებმა იციან, რომ ადამიანებმა შეიძლება ვერ თქვან “სიმართლე" მაშინაც კი, როდესაც ეს მათ ძალიან სურთ, მათ ყურადღება მოწმის მეხსიერებაზე გაამახვილეს და მისი შესწავლა დაიწყეს. მათი მიზანი გამოძიებისთვის ხელშეწყობა და ისეთი მეთოდის მოძებნაა, რომელიც ჩვენთვის სიზუსტეს უზრუნველყოფს. ეცადოს მის შეცდომაში შეყვანს. ის ვერ ახერხებს თავისი მეხსიერების ნამდვილი წყაროს გარჩევას, ვეღარ ხედავს განსხვავებას მოვლენასა და მის შემდგომ ინფორმაციას ღორის. როგორც მოსალოდნელი იყო, როდესაც ადამიანს რამდენჯერმე წარუდგენენ მცდარ ინფორმაციას, იგი სწორედ მას მიიჩნევს უფრო ნამდვილად, თუმცა, გარკვეული წინააღმდეგობა არსებობს ამ მოვლენის ახსნითი მექანიზმების დადგენაში.შემდგომი ინფორმაციის გავლენით მოწმის ჩვენების შეცვლის ტენდეცია დადგენილად ითვლება. ეს გამოკვლევები ადასტურებს იმ აზრს, რომ თქვენი მეხსიერება იცვლება-რეკონსტრუქციას განიცდის გამოცდილების სხვადასხვა ელემენტების გავლენით. 116 5-ს მოსწონს
|