x
image
თეა კუჭავა
მოწმის მეხსიერება (რატომ არის ადვილი მოწმის ჩვენების ჩეცვლა და გადაბირება)

image მოწმე სასამართლოზე დებს ფიცს-“თქვას სიმართლე და მხოლოდ სიმართლე". მეხსიერება ზუსტი იქნება თუ მცდარი, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ არის ინფორმაცია აღბეჭდილი და ემთხვევა თუ არა აღდგენის პირობები აღბეჭვდის პირობებს.ვინაიდან ფსიქოლოგებმა იციან, რომ ადამიანებმა შეიძლება ვერ თქვან “სიმართლე" მაშინაც კი, როდესაც ეს მათ ძალიან სურთ, მათ ყურადღება მოწმის მეხსიერებაზე გაამახვილეს და მისი შესწავლა დაიწყეს. მათი მიზანი გამოძიებისთვის ხელშეწყობა და ისეთი მეთოდის მოძებნაა, რომელიც ჩვენთვის სიზუსტეს უზრუნველყოფს.
ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი გამკვლევები იქნა ჩატარებული ელიზაბეთ ლოფტუსის და მისი კოლეგის მიერ.მათი გამოკვლევების ძირითადი დასკვნა ის იყო, რომ მოწმის მეხსიერება ძალიან ადვილად იცვლებოდა შემდგომი ინფორმაციების გავლენით.მაგალითად, ცდის პირებს უჩვენებდნენ ფილმს, სადაც ავტოკატასტროფა ხდებოდა-ორი მანქანა ერთმანეთს ეჯახებოდა და სთხოვდნენ, განესაზღვრათ მანქანების სიჩწარე. მათ ერთ ნაწილს კითხვას შემდეგნაირად უსვამდნენ: “რამდენად სწრაფად მოძრაობდნენ მანქანები შეჯაბისას?" ხოლო მეორე ნაწილს კი ეკითხებოდნენ:“რა სიჩქარით მოძრაობდნენ მანქანები, როდესაც ისინი ერთმანეთს შეეჯახნენ?" პირველ შეკითხვაზე ცდის პირების პასუხი საშუალოდ 100 კმ/სთ იყო, მეორე კითხვაზე კი 80 კმ/სთ. ერთი კვირის შემდგომ მათ ეკითხებოდნენ;“დაინახეთ ჩამსხვრეული მინები?"სინამდვილეში ჩამსხვრეული მინები ფილში არ იყო.მიუხედავად ამისა, პირველ ჯგუფის ცდის პირთა მესამედმა აღნიშნა რომ დაინახა შუშის ნამსხვრევები, ხოლო მეორე ჯგუფიდან კი მხოლოდ 14 %-მა დაადასტურა ეს.ამრიგად, მოვლენის შემდგომ ინფორმაციას არსებითი გავლენა აქვს მოწმის ჩვენებაზე.
მოვლენის შემდგომმა ინფორმაციამ შეიძლება დაამახინჯოს მოწმის მეხსიერება მაშინაც კი, როდესაც ცდის პირს გაცნობიერებული აქვს, რომ ექსპერიმენტატორი შეიძლება

ეცადოს მის შეცდომაში შეყვანს. ის ვერ ახერხებს თავისი მეხსიერების ნამდვილი წყაროს გარჩევას, ვეღარ ხედავს განსხვავებას მოვლენასა და მის შემდგომ ინფორმაციას ღორის.

imageროგორც მოსალოდნელი იყო, როდესაც ადამიანს რამდენჯერმე წარუდგენენ მცდარ ინფორმაციას, იგი სწორედ მას მიიჩნევს უფრო ნამდვილად, თუმცა, გარკვეული წინააღმდეგობა არსებობს ამ მოვლენის ახსნითი მექანიზმების დადგენაში.შემდგომი ინფორმაციის გავლენით მოწმის ჩვენების შეცვლის ტენდეცია დადგენილად ითვლება. ეს გამოკვლევები ადასტურებს იმ აზრს, რომ თქვენი მეხსიერება იცვლება-რეკონსტრუქციას განიცდის გამოცდილების სხვადასხვა ელემენტების გავლენით.




2
116
5-ს მოსწონს
ავტორი:თეა კუჭავა
თეა კუჭავა
116
  
2013, 11 თებერვალი, 17:07
გმადლობთ :)
2013, 11 თებერვალი, 17:03
ქალბატონო თეა, მომწონს თქვენი სტატიები, ინფორმაციულიც არის და საინტერესოდაც იკითხება
0 1 2