სხვა ეს საინტერესო ფაქტი... 2013, 11 თებერვალი, 15:33 1834 წელს გერმანელმა ფიზიკოსმა ზაიდლერმა მიიღო ახალი ქიმიური შენაერთი დდტ (დუსტი). მან თავადაც არ იცოდა, რომ ეს იყო ძლიერი პესტიციდი. მხოლოდ 65 წლის შემდეგ გამოიკვიეს და მსოფლიოს ამცნეს დდტ-ს შესახებ და აღიარეს როგორც საუკეთესო შხამქიმიკატი. 1937 წელს შვეიცარიელმა ქიმიკოსმა მიულერმა დუსტის ტოქსიკური თვისებებისა და მწერზე მისი ზეგავლენის გამოკვლევისათვის ნობელის პრემია მიიღო. ამის შემდეგ დუსტი მთელს მსოფლიოში გავრცელდა. თავდაპირველად მას იყენებდნენ სადენზიფექციო მიზნით, შემდეგ კი დაიწყეს მისი გამოყენება სოფლის მეურნეობაში. ეს ნივთიერება ტონობით მიმოფანტეს ტყეებში, მინდვრებში, საცხოვრებელ სახლებში. იგი კლავდა ფეხსახსრიან ცხოველებს, მაგრამ მალე გაჩნდნენ დუსტის მიმართ “გამძლე" ფეხსახსრიანები. დუსტი აღიარებული პესტიციდი იყო წლების განმავლობაში. გარემოსა და ჯანმრთეობაზე მისი დამღუპველი მოქმედების გასაცნობიერებლად კაცობრიობას 50 წელზე მეტი დასჭირდა. ამის შემდეგ მსოფლიომ უარი თქვა დუსტის გამოყენებაზე და იგი ამოღებული იქნა ხმარებიდან. მიუხედავად ამისა, დუსტი კვლავ გვხვდება კვებით ჯაჭვებში და გარემოში. 427 22-ს მოსწონს 4-ს არა
|