სხვა კოსმეტიკის სამშობლო ეგვიპტე 2013, 12 თებერვალი, 17:01 კოსმეტიკის სამშობლოდ ეგვიპტე ითვლება. ამ საიდუმლოებებითა და გამოცანებით სავსე ქვეყანაში სახისა და სხეულის მართვის ხელოვნებამ უმაღლეს განვითარებას მიაღწია. სიტყვა "კოსმეტიკა" წარმოდგება ბერძნული სიტყვიდან "კემეთ", რაც ნიშნავს შავ მიწას ნილოსის ნაპირებიდან, საიდანაც საღებავ ნივთიერებებს იღებდნენ. ეგვიპტეში კოსმეტიკა წარმოიშვა სახისა და თვალების დასაცავად მწველი მშრალი ჰაერისა და ქვიშის ქარიშხლისგან. სურნელოვანი მცენარეული ზეთები არბილებდა და ატენიანებდა კანს და სიმსუბუქეს ანიჭებდა მას.
სხვათაშორის, თანამედროვე კოსმეტიკის მრავალი პროცედურა სწორედ უძველესი დროიდან იღებს სათავეს. მაგალითად, სხეულიდან არასასურველი თმების მოსაცილებლად კოსმეტიკურ სალონებში ამჟამადაც იყენებენ ე.წ. "შუგარინგის" მეთოდს, რომელსაც შაქრის ეპილაციას უწოდებენ. ოღონდ, დღემდე უცნობია, ვინ მოიფიქრა ეპილაციის ეს საშვალება - ნეფერტიტმა თუ საის ათენელმა. ჩვენს წელთაღრიცხვამდე V-IV საუკუნეებში, ბერძენი ქალბატონები, პუდრას მსგავსად, ხმარობდნენ დანაყილ პარკოსან მცენარეებს, ფქვილსა და ცარცს. ბაგეებს იღებავდნენ წითელი საღებავით, რომელსაც ბუჟღენდისგან (ეს არის ბალახის მჭამელი მწერის, ბუჟღენდის ბუგრისგან დამზადებული სპეციალური ნივთიერება) წამწამებს მურით იღებავდნენ, მათ დასაფიქსირებლად კი ფიჭვის ფისისა და კვერცხის ცილის ნარევს ხმარობდნენ. მავე პერიოდს განეკუთვნება ძალზე საინტერესო ნაშრომი "ტრაქტატი სილამაზის შენარჩუნების შესახებ", რომელიც იმ დროისთვის ცნობილ კურტიზან ქალს, ასპაზიას ეკუთვნოდა. კრემი ნაოჭებისთვის გამოიგონა ათენელმა ჰეტერა ქალმა, ფრინამ. კრემის შემადგენლობაში შედიოდა მდედრი ვირის რძე. ცნობილია, რომ ნერონის მეუღლე, პოპეა ვირის რძისგან მომზადებული აბაზანებით სარგებლობდა. როდესაც პოპეა სადმე მიემგზავრებოდა, ყველგან თან მიჰყავდა მდედრი ვირების ჯოგი. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ინგრენდიეტი კოსმეტიკაში დღემდე გამოიყენება. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, კოსმეტიკა გამოიგონა ძველ ბერძნების სილამაზისა და სიყვარულის აფროდიტემ 127 26-ს მოსწონს 3-ს არა
|