ფეხბურთი
პიკე მანჩესტერს უგულშემატკივრებს
2013, 11 თებერვალი, 10:06
ბარსელონას და ესპანეთის ნაკრების მცველი ხერარდ პიკე უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ დაპირისპირებაში მანჩესტერ იუნაიტედსა და მადრიდის რეალს შორის, თავის ყოფილ კლუბს უგულშემატკივრებს. "მე ვესაუბრე ფერდინანდს. მანჩესტერი სრულ მზადყოფნაშია", - აცხადებს კატალონიელი ფეხბურთელი.
ხერარდ პიკე მანჩესტერის შემადგენლობაში 2004-2008 წლებში გამოდიოდა და 23 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი.