ფეხბურთი გიგზმა რეკორდი გააუმჯობესა 2013, 11 თებერვალი, 9:57 მანჩესტერ იუნაიტედის უელსელმა ლეგენდამ რაიან გიგზმა რეკორდი გააუმჯობესა. ის ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც ინგლისის უმაღლესი დივიზიონის ზედიზედ 23 სეზონში გოლი გაუტანია. ის ერთადერთი ფეხბურთელია ასევე, რომელსაც პრემიერლიგის დაარსებიდან მიმდინარე სეზონამდე ყველა სეზონში ერთი გოლი მაინც აქვს გატანილი. როგორც ცნობილია, 39 წლის უელსელმა გუშინ ევერტონს გაუტანა. მატჩი წითელმა ეშმაკებმა 2:0 მოიგეს და თანაქალაქელ სიტის ჩამორჩენა 12 ქულამდე გაზარდეს. 25 5-ს მოსწონს
|