x
image
პერსეპოლისი
გიგი უგულავა, ლევან ბეჟაშვილი, გიორგი კანდელაკი და კობა ხაბაზი დაკითხვაზე დაიბარეს

imageთბილისის მერი გიგი უგულავა, ასევე, დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი, გიორგი კანდელაკი და კობა ხაბაზი დაკითხვაზე დაიბარეს.
წინასწარი ინფორმაციით, მათი დაბარება 8 თებერვალს
საჯარო ბიბლიოთეკასთან
განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.
თბილისის მერია აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას გაავრცელებს.
ეროვნულ ბიბლიოთეკაში 8 თებერვალს დაგეგმილი პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის დაწყებამდე, ბიბლიოთეკის მიმდებარე
ტერიტორიაზე საპროტესტო აქციის დროს, აქციის მონაწილეებსა
და დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოხდა, მათ შორის იყო
თბილისის მერი გიგი უგულავაც. საპარლამენტო უმრავლესობა
უგულავას ვითარების პროვოცირებაში სდებს ბრალს, თუმცა ქალაქის
მერმა გუშინ განცხადება გაავრცელა და განმარტა, რომ მისი ხელებით
მოწოდება და სიტყვები აქციაზე მისვლისას მისი თანმხლები პირების მიმართ იყო გამიზნული.
შსს-მ გუშინ აქციის სამი მონაწილე დააკავა, რომელთაგან მელორ ვაჩნაძე და მიხეილ მესხი დააჯარიმეს და გაათავისუფლეს. ხოლო
დეპუტატების ჩიორა თაქთაქიშვილისა და სერგო რატიანის ცემაში
ბრალდებულ გელა მამალაძეს კი დღეს აღკვეთის ღონისძიებას შეუფარდებენ.
თბილისის მერი მზადყოფნას გამოთქვამს აღნიშნულ საკითხთან
დაკავშირებით ნებისმიერ კითხვას უპასუხოს, თუმცა, წინასწარ გაწერილი განრიგის გამო,
გიგი უგულავა პოლიციაში მისვლას არ აპირებს და სამართალდამცავებს თბილისის მერიაში
ელოდება.

1
70
2-ს მოსწონს
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
70
  
2013, 10 თებერვალი, 17:14
გელა მამალაძე უნდა დაიჭირონ და დონაძე გარეთ იყოს? სასწრაფოდ საჭიროა საკონტიტუცი ცვლილებები.
0 1 1