x
ქალი...

imageქალი... და მისი თვალები, რისი ამოკითხვა შეგვიძლია ამ თვალებში? თვალი ხომ ადამიანის ბუნებაა, მხოლოდ მასში არ იმალება არანაირი საიდუმლო, მთავარია ამოხსნა, მთავარია გასაღები, ხოლო ზოგს მხოლოდ ერთი შეხედვითაც გავხსნით, ოხ, ეს მაცდური თვალები... ჩვენ მამაკაცებსაც ხომ ზუსტად მათი მაცდური გამომეტყველება გვიზიდავს? ზოგჯერ მათ სხეულში სულ სხვა რამ იმალება და გარედან კი, საერთოდ სხვა რამ სჩანს, ერთი პიროვნების ორი ბუნება, აი, რა არის ქალი, ვეძებთ ერთს და ვპოულობთ მეორეს, დაგვატყვევებს ერთი და ამავდროულად მეორის ტყვეობაშიც ვიმყოფებით, განა სილამაზე ყველაფერია? მე თუ მკითხავთ, არც სილამაზის გარეშეა ყველაფერი ყველაფერი, თვით ბუნებაც ქალია, სახელად “დედაბუნება'', ხომ ლამაზია ბუნება? ქალია სამშობლოც, ახლა ხვდებით, ქართველი მამაკაცები რატომ სწირავდნენ თავს სამშობლოსთვის? ის სინაზე და სილამაზე, მინდვრის უმწეო ყვავილი თუ ეკლიანი ვარდი - ყველა ქალია, სილამაზეს დედამიწაზე ქალი დაარქვეს, და არ აქვს მნიშვნელობა მის გამომეტყველებას, არც იმას, თუ რა იმალება მის უკან, მთავარია ჩვენ მას ისეთს ვხედავდეთ როგორიც ჩვენ გვინდა.
განაბული თვალები კი უფრო მიმზიდველს ხდის, და თვით ბუნებაც კი მუხლს იდრეკს მის წინაშე, ბროლივით ნათალ თითებში, მისი სილამაზე კიდევ და კიდევ, უფრო და უფრო ძლიერდება.
მათ ბოლომდე ვერ გაიცნობთ და ნურც ეცდებით, თორემ შეიდზლება დიდ ლაბირინთს შეეჭიდოთ, იმ ლაბირინთს, რომელშიც არც სივრცე არსებობს, არც დრო, და წყდება ყველანაირი ფიქრი. ეცადეთ, იყოთ იმით კმაყოფილები, რასაც ხედავთ, ეცადეთ, იყოთ ბედნიერები და ის, ვინც მასში ქალია, თავს პირველ და ერთადერთ კაცად გაგრძნობინებთ.
და მაშასადამე, ვინ არის ქალი...
ესე დაწერილია ლადო გუდიაშვილის ნახატის მიხედვით.
ავტორი: ნიკუშა დავლიანიძე

0
132
შეფასება არ არის
ავტორი:პონიქსა
პონიქსა
132
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0