x
საკრუიზო ლაინერი ზღვის ოაზისი

imageimageimageimageimageimageimageimageimageასეთი რამ ჯერ არასდროს არ აგებულა, საკრუიზო ხომალდი ოაზისი მცურავი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო ნახევრად ნიუ იორკი და ნახევრად ლას ვეგასი. ხომალდი ისეთი დიდია რომ ეკიპაჟიც კი იკარგება ხოლმე. როდესაც ხომალდი მიდის სამოგზაუროდ ყველას აინტერესებს თუ როგორი არის ამ გიგანტით მოგზაურობა.
ოაზისი ყველაზე დიდი საკრუიზო გემია მსოფლიოში, ხუთჯერ დიდია ტიტანიკზე, მასზე არის ოცდაერთი აუზი, ოცდაოთხი რესტორანი და კიდევ შიგნი მოთავსებული ცენტრალური პარკი.
ოაზისის ბორტზე ეტევა 5400 მგზავრი, ორჯერ მეტი ვიდრე სხვა ხომალდებს შეუძლიათ. ამას გარდა ბორტზე მუშაობს 2200 ადამიანი კლიენტების მომსახურებისთვის.
ხოლმალდის აშენება თითქმის ორი მილიარდი დოლარი დაჯდა, ამ ფულით ნასას შეუძლია ორბიტაზე სამჯერ გაუშვას რაკეტა.
წარმოიდგინეთ ყოველი გასვლისას რამხელა დატვირთვა ჭირდება ხომალდს როდესაც ამ დროის მანძილზე მთელი მოძრავი ქალაქია გამოსაკვები,
ხომალდის მომსახურე პერსონალი ამბობს რომ ერთ კრუიზში საშუალიდ ათი ათასი ტუალეტის ქაღალდი იხარჯება და ხომალდის ტვირთით დატვირთვა განაწილებას ორ კვირაზე მეტი ჭირდება. მას აქვს ასევე თავის საკუთარი ტერმინალი რომელიც სამი ფეღბურთის მოედანის ტოლია და მის აშენებაში სამოცდახუთი მილიონი დოლარი დაიხარჯა, აქ გადიან შემოწმებას მგზავრები, აქ მოწმდება მგზავრების ჩანთები ინვენტარი და ასე შემდეგ.
ტერმინალში კლიენტებს 450 ადამიანი ემსახურება და ამიტომაც რაც არ უნდა ბევრი ადამიანი ვილიდეს რეგისტრაციას მას 15 წუთზე მეტი მაინც არ დაეხარჯება. აქ მოდიან მგზავრები მთელი მსოფლიოდან, მათ ბილეთები ჯერ კიდევ მაშინ იყიდეს როცა ოაზისი ჯერ კიდევ არ იყო აშენებული.
ოაზისის დაბლა მოთავსებულია სამი ძალიან დიდი პროპელერი რომლებიც 360 გრადუსით მოძრაობენ და უზრუნველყოფენ გემის მანევრს თითოს ძალა ოცი ათასი ცხენის ძალის ტოლია.image








2
288
1-ს მოსწონს
ავტორი:პონიქსა
პონიქსა
288
  
2012, 15 ივლისი, 10:05
უეჭველი
2012, 13 ივლისი, 22:13
ეს ალაბათ ბათუმში რომ ტურისტები წამოიყვანოს იმიტომ ააგეს:))))))))
0 1 2