სისხლის სამართალი გურამ დონაძე სარფის საბაჟოზე დააკავეს. 2013, 9 თებერვალი, 17:57 წუხელ გვიან ღამით, სარფის საბაჟოზე გურამ დონაძე დააკავეს, იგი ბუტა რობაქიძის საქმეზე თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაშია ბრალდებული.დონაძე საზღვარგარეთ სასწავლებლად რამდენიმე თვის წინ გაემგზავრა, თუმცა მის წინააღმდეგ საქმის აღძვრის შემდეგ უკან დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.დონაძის ადვოკატის განცხადებით, ისინი სასამართლოს აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართავენ, ადვოკატის დასძენს, რომ დონაძე ბრალს არ აღიარებს, თუმცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს ეთანხმება.ბრალდება ყოფილ შ.ს.ს.-ს პრეს-სამსახურის უფროსს ბუტა რობაქიძის გარდაცვალების ადგილას ჩადებული იარაღის და მისი ვიდეოკამერით გადაღების მითითებას ედავებიან.დანაშაული 5-იდან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 78 3-ს მოსწონს 1-ს არა
|