სხვა გსურთ შემწვარი მუხლუხო? არ მოგერიდოთ 2013, 8 თებერვალი, 22:41 ცენტრალურ აფრიკაში უამრავი სახეობის მწერს მიირთმევენ. განსაკუთრებით, წვიმიან ამინდში ტერმიტები დასახლებულ რაიონებში, ანთებული შუქების ირგვლივ იკრიბებიან და მეორე დღეს კალათამომარჯვებული დიასახლისები თუ ბავშვები მაშინვე გარბიან გარეთ მწერების შესაგროვებლად. ხანდახან კი ზოგს სული წასძლევს ხოლმე და რომელი მატლიც მოუვათ თვალში, პირადპირ პირში გაიქანებს და სიამოვნებისგან გამოცემული ხმაც არ აყოვნებს. კერძის მოსამზადებლად ტერმიტებს ჯერ მზეზე აშრობენ, შემდეგ წვავენ და სანელებლებით აზავებენ. მოსახლეობას არც მშრალ სეზონზე აკლია მწერებისგან შემდგარი საკვები. მშრალ სეზონზე არემარეს საჭმელად ვარგისი კიდევ ერთი სახეობა - მწვანე კალია, "კინდაგოზო" ეფინება, რომელსაც ან შემწვარს მიირთმევენ ან კიდევ ადუღებულ წყალში მანამ აჩერებენ, სანამ ფეხები და ფრთები არ დასძვრება. შემდეგ ამოიღებენ და გემრიელად შეექცევიან. გაგიკვირდებათ და მუხლუხოები თავიანთ ზომა-წონსათან შედარებით ძალიან დიდი რაოდენობის საკვებ ნივთიერებებს შეიცავენ. გაეროს სურსათისა და სოფლის ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, გამოშრალ მუხლუხოებში ორჯერ მეტი ცილაა, ვიდრე ვიდრე საქონლის ხორცში და საკვების ექსპერტები მწერებს უკვე იმ კუთხით იკვლევენ, როგორც განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობის კვების ძირითად წყაროს. თქვენი არ ვიცი და რა უნდა მოხდეს, რომ მე პირადად აღნიშნულ საკვებს გემო გავუსინჯო;) 74 5-ს მოსწონს
|