x
image
დათო ნებიერიძე
ირაკლი ღარიბაშვილის უახლესი განცხადება - 08.02.2013

imageსაქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, დღევანდელ ინციდენტზე (08.02.2013) უახლესი განცხადება გააკეთა ნახევარი საათის წინ.

მინისტრი აცხადებს, რომ ნაციონალური პარტიის წარმომადგენლებისათვის ეროვნული ბიბლიოთეკის შესასვლელში პატრულის მიერ გაკეთებული იყო სპეციალური კორიდორი რითიც ნაცმოძრაობის წევრებმა არ ისარგებლეს და 8 თებერვალს მომხდარი ფაქტი ნაციონალების მიერ გამოწვეული პროვოკაცია იყო რაზეც ყოფილი პოლიტპატიმრების ოჯახების წევრები წამოეგნენ და არეულობაც დაიწყო.

ამ განცხადებას ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა უპასუხა იმით, რომ ირაკლი ღარიბაშვილი მატყუარაა და თავის გასამართლებელ მიზეზს ეძებს მაგრამ პასუხისმგებლობას მაინც ვერსად გაექცევა.

0
223
1-ს მოსწონს
ავტორი:დათო ნებიერიძე
დათო ნებიერიძე
223
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0