მონსტრი ღორი
ღორი იწონიდა 477 კგ-ს და სიგრძეში 2.84 მეტრს აღწევდა.
სტოუნმა განაცხადა, რომ ცხოველი მოკლა Smith & Wesson Model 500-ით. მან ღორს 8 ტყვია დაახალა და შემდეგ 3 საათი უცდიდა, სისხლისდენისგან როდის მოკვდებოდა. ამბის გახმაურებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ფოტოგრაფიული მტკიცებულების უტყუარობაში ბევრმა შეიტანა ეჭვი. ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ყოფილმა ფიზიკოსმა, დოქტორმა რიჩარდ ბრანდტმა, განაცხადა, რომ აქსონომეტრიის დახმარებით სურათი გამოიკვლია და გადაღების მომენტში ბიჭი რეალურად ღორზე რამდენიმე მეტრით უკან იდგა. თუმცა გაერთიანებული პრესა სურათს არქივში ინახავს და მის ისტორიაში ყალბის სტატუსი არ ფიგურირებს.