x
image
დათო ნებიერიძე
ყველაზე ძვირფასი საბავშვო სათამაშოები
თანამედროვე მშობლების უმეტესობა, საბავშვო მაღაზიაში შესვლის შემდეგ გაოცებული რჩება თუ რამხელა ასორტიმენტია ბავშვთა სათამაშოების სექციაში ღირებულებისა, ზომებისა და დანიშნულებების მიხედვით, მაგრამ ამ მშობლების დიდმა ნაწილმა არც კი იცის, რომ მსოფლიოში არსებობს სათამაშოებიც რომელთა ფასი უტოლდება ძვირადღირებულია ავტომობილისა ან რომელიმე კუნძულზე ვილის ფასებს. ასეთი რამ შესაძლებელია და მე გთავაზობთ ამ სათამაშოების მოკლე სიას რომელიც ჟურნალმა "Forbes"-მა შეადგინა:


10. სათამაშო ავტომობილი - 140.000 ამერიკული დოლარი

image

სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ დაახლოებით 40 მილიონი ავტომოყვარული მთელი მსოფლიოს მასშტაბით პატარაობაში "Hot Wheels"-ის სათამაშო მანქანებით ერთობოდა. თავისი 40 წლიანი გამოცდილების შემდეგ, კომპანიამ 2008 წელს შექმნა თეთრი ოქროს, შავი და წითელი ბრილიანტებისა და ბაჯაღლო ოქროს მეშვეობით სათამაშო ავტომობილი რომელიც თავისუფლად დაეტევა პატარა ბავშვის ხელის გულზე. ამ სათამაშოს შექმნაზე იმუშავა საიუველირო სახლმა "Jason of Beverly Hills".



9. სათამაშო გემი - 140.000 ამერიკული დოლარი

image

ეს სათამაშო შექმნილია 1905 წელს, მისი სახელია H.M.S Terrible და ზუსტი კოპიოა გემისა რომელიც დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში იყო I მსოფლიო ომის დროს.


8. სათამაშო მატარებელი - 180.000 ამერიკული დოლარი

image

სათამაშო მატარებლის შემადგენლობა, შექმნილი 1906 წელს. ამ სათამაშომა მრავალი კოლექიონერის ხელი გამოიარა და დღესდღეისობით ლუვრის მუზეუმში ინახება.


7. ჯარისკაცი - 200.000 ამერიკული დოლარიimage

გასული საუკუნის 60-იან წლებში შექმნილი ჯარისკაცების სერია რომელიც შექმნა კომპანია "HASBRO"-მ. ამ სათამაშოებმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვიეს პატარა ბიჭებს შორის, 10 წლამდე ბავშვების 85% ამ ჯარისკაცებით ერთობოდა.


6. ფაიფურის თოჯინა - 263.000 ამერიკული დოლარი

image

შექმნილია 1915 წელს.


5. თოჯინა ბარბი

image

თოჯინა ბარბი, რომელსაც სვაროვსკის თვლებიანი ყელსაბამი უკეთია და დაახლოებით 100.000-იანი კაბა აცვია..


4. თოჯინების სახლი - 500.000 ამერიკული დოლარიimage

თოჯინების სახლი 1947 წელი.


3. ცხენი-საქანელა - 1.280.000 ამერიკული დოლარიimage

ეს სათამაშო თავიდან ბოლომდე ოქროსია და 4 კილომდე მაინც იწონის.


2. დათუნია ტედი - 2.100.000 ამერიკული დოლარი

image

"Louis Vuitton"-ის დიზაინრების მიერ შექმნილი დათუნია რომელზე მუშაობაც დაიწყეს 2003 წელს და დაამთავრეს 2008 წელს. ყოველი დეტალი ხელინაკეთია.


1. მექანიკური მომღერალი თოჯინა - 6.250.000 ამერიკული დოლარი

image

ყველაზე ძვირი სათამაშო შექმნილია შვეიცარიელი ქრისტიან ბეის მიერ. ამ სათამაშოში გამოყენებულია 2.340 დეტალი 15.000 საათის განმავლობაში. თოჯინის ტანსაცმელი ნამდვილი აბრეშუმისაა ხოლო შიდა კორპუსი ტიტანის. იქოქება სპეციალური გასაღებით რომლის მხოლოდ 2 ასლი არსებობს.




გმადლობთ ყურადღებისთვის.

0
714
3-ს მოსწონს
ავტორი:დათო ნებიერიძე
დათო ნებიერიძე
714
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0