x
image
ბესო დანელია
ახალი წელი

image

ცოტა მოგვიანებით მაგრამ, მაინც მინდა გესაუბროთ ახალ წელზე. ამ მხიარულ და სახალისო დღესასწაულს, სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირად აღნიშნავენ, თუმცა ყველგან ერთნაირად უყვართ და ელოდებიან. დეკემბრის პირველი რიცხვებიდან ქალაქებში, სოფლებში, ყოველ ოჯახში, ამ დღესასწაულის მოახლოება იგრძნობა. ახალი წლის აღნიშვნის ჩვეულება მესოპოტამიაში გაჩნდა. მეცნიერების აზრით, პირველი ახალი წელი ჩვენს წელთაღრიცხვამდე მესამე ათასწლეულს აღნიშნეს. ახალი წლის აღნიშვნის დღესასწაული დაკავშირებული იყო მარტის ბოლოს მიწის დამუშავების დაწყებასთან. მას 12 დღის განმავლობაში კარნავალებით, მსვლელობებით, მასკარადებით აღნიშნავდნენ. დღესასწაულის დროს იკრძალებოდა მუშაობა.
თანდათან ახალი წლის აღნიშვნა უფრო ფართომაშტაბიანი გახდა, ეს ტრადიცია აიტაცეს იუდეველებმა, შემდეგ ბერძნებმა, ბეძნებისაგან კი დასავლეთ ევროპის ხალხებმა. როდესაც იულიუს კეისარმა ახალი კალენდარი შემოიღო, ახალი წლის პირველი დღე იანვრის პირველი რიცხვი გახდა და ამ დღეს მდიდრული ღონისძიებებით აღნიშნავდნენ. წლის პირველ დღეს ნებისმიერი წამოწყებისთვის ხელსაყრელ დროდ მიიჩნევდნენ.

image

1
122
11-ს მოსწონს
ავტორი:ბესო დანელია
ბესო დანელია
122
  
2013, 7 თებერვალი, 22:49
:)
0 1 1