შოუბიზნესი ანჯელინა ჯოლი და მისი სექსუალური ორიენტაცია 2013, 7 თებერვალი, 21:03 ჰოლივუდის ვარსკვლავი ანჯელინა ჯოლი, დღესდღეობით საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელ მსოფლიოში, რაც გამოწვეულია, როგორც მისი სილამაზით, ასევე მისი სამსახიობო კარიერით. მას არასოდეს აკლდა ყურადღება მამაკაცებისგან და საინტერესოა, რამდენად მართალია ბოლო დროს გავრცელებული ჭორები მის სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებით. როგორც ყველასთვის ცნობილია მას ურთიერთობა ჰქონია არაერთ მამაკაცთან, მაგალითად, როგორიცაა ჯონი მილერი და ბილი ბობი ტორონტო, რომლებთანაც ქორწინებაშიც იმყოფებოდა. ახლა კი ურთიერთობა აქვს ყველაზე სექსუალურ მამაკაცად მიჩნეულ ბრედ პიტთან, რომელთან ერთადაც ზრდის 6 ბავშვს და აქვთ არაჩვეულებრივი ოჯახი. მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად აღსანიშნავია, რომ ანჯელინა ჯოლის გამონათქვამებიდან არა ერთხელ და ორჯერ, არამედ გამუდმებით ასკვნიან, რომ ის ქალების მიმართაც არაა გულგრილი: თუ მიყვარს რა მნიშვნელობა აქვს სქესს? ჩემს თავში მამაკაცსაც ვგრძნობ და ქალსაცო. რამდენიმე ცნობილი ქალბატონიც ადასტურებს მასთან ინტიმურ კავშირს. თუმცა ასეთი არაორდინალური პერსონის შემთხვევაში, მაშინ, როცა ბრედ პიტთან ურთიერთობა კი არ ენგრევა არამედ პირიქით, უფრო მყარდება, ჯოლის განცხადებები შეიძლება ყვითელი პრესის ნერვებზე თამაშად, ბოროტ რეკლამად, ან საგანგებოდ შეთხზულ ფარსად მივიჩნიოთ. 60 4-ს მოსწონს
|