სხვა ქართული ჟარგონული სიტყვების განმარტებანი და როგორ განმარტავენ გერმანულ სლენგში სკოლას 2013, 7 თებერვალი, 19:08 “ევას ადამ ევასა და ადამს ევა ევასა, -სხვა არც ჰქონდათ ვარიანტი ადამსა და ევასა".
*ეშუხურა-ეჩხუბა *დერსკობა-თავხედობა *დეჟურნი-მორიგი ტყუილი *დილიხორი-სურვილი *დაქნეული-სამსახურიდან განთავისუფლებული;მოხსნილი *დაქერა-სექსუალური ურთიერთობა იქონია *დაუსატკავა-ჩაუსაფრდა *გნიდა-ცუდი ტიპი *გოიმი-ჩამორჩენილი(ებრაულად სხვა სარწმუნოების აღმსარებელი, არაებრაელს ნიშნავს.) *გოღა-ქურდი, გავრცელებული დას.საქ.-ში მე-20 ს-ის 20-იან წწ-ში *გაშმონა-გაჩხრიკა *გაქაჩული-პრეტენზიის მქონე *გაისროკა-ციხე მიესაჯა *ბესპრედელი-განუკითხაობა *არატუნებს-უაზროდ ლაპარაკობს *ჩმორი-უხეირო, ჯაბანი, ბედოვლათი *შიკარნად-ბრწყინვალედ, დიდებულად *ფაიზაღი-ნაღდი, ნამდვილი *სხოტკა-თავყრილობა *სოროკი-სიგარეტის ნარჩენი *სირი-ფალოსი, (ძვ.ქართულში ჩიტს, ფრინველს ნიშნავს.) *თრინჯული-გაუგებარი *თესლი-უღირსი ადამიანი *თაზა-ახალთახალი(“თაზ"სპარსულად და სომხუად ახალს ნიშნავს.) *ვალაკუშა უჭირავს-სეირნობს(რუსულიდან) *გრევი-საჩუქარი *გრეხი-ცოდვა, დანაშაული *ჯინავიკი-ჯინსების მოყვარული და მცოდნე გერმანულ სლენგში “სკოლას" რამდენიმე ათეული ჟარგონული შესატყვისი აქვს:მაიმუნების ყუთი, განათლების ბუნკერი, საწამებელი კამერა, საპყრობილე, მეორე სამშობლო, გალია, თავლა, სიბრძნის ტაძარი. “მასწავლებელს"კი ასე განმარტავენ:უგვირგვინო მეფე, ხალიფა, კულტურის დამამახინჯებელი, მცოხნელი.. შეიძლება ზოგიერთი ჟარგონული სიტყვა მართლაც უხეშადად და ცუდად ჟღერდეს, მაგრამ ეს სიყტვები ჩვენი ცხოვრების ნაწილია, და ამას ვერ გავექცევით, ვიღაც ყოვეთვის შეგვახსენებს მათ. 6368 8-ს მოსწონს
|