პარამეცნიერებები ,,სიკვდილის ველი" 2013, 7 თებერვალი, 16:26 ყველა კონტინენტზე და ბევრ ქვეყანაში არსებობს “სიკვდილის ველი" და “ეშმაკეული ადგილები", როგორც მათ იქაურები უწოდებენ. მათი შესწავლის მოსურნენი ან საერთოდ არ დაბრუნებულან, ან დაბრუნებისთანავე უცნაური სენით დაიღუპნენ.
ასეთი სიკვდილის ველი ციმბირშიც არის, მდინარე ვილუის ნაპირებთან. იაკუტიის სიკვდილის ველს უშიშარი მონადირეებიც კი ოდითგან გვერდს უვლიდნენ. თაობიდან თაობას გადაეცემა ლეგენდა “ეშმაკის ქალაქის" შესახებ, რომელიც მიწისქვეშეთშია, უხუცესები უკრძალავენ ახალგაზრდებს იმ ადგილთან მიახლოებასაც კი. მიწისქვეშეთში რამდენიმე შენიღბული ჩასასვლელია. ვინც იქ ჩასულა, იშვიათად დაბრუნებულა უკან და თუ ვინმემ ამოაღწია ზემოთ, მალევე მოკნდა სშინელი წამებით. შესაძლოა, ამიტომაც დღემდე არც ერთი სერიოზული ექსპედიცია არ წასულა ამ საიდუმლო ადგილის გამოსაკვლევად. რამდენიმე სტუდენტმა გადაწყვიტა სიკვდილის ველზე გასეირნება. მათ მდინარე ვილუს შესართავთან, აგლის ნაპირზე, დაახლოებით 10 მ დიამეტრის მქონე სპილენძის ქვაბის მსგავსი რამ ნახეს. სტუდენტებმა ამ საიდუმლო ნაკეთობას ნამცეციც კი ვერ ჩამოატეხეს. ხერხი გაკარების თანავე იმტვრეოდა, ჩაქუჩი ბურთივით ხტებოდა გვერდზე. ქვაბი სითბოს აფრქვევდა, რამაც სტუდენტებში ჰალუცინაცია გამოიწვია. ამ რისკიანი ექსპედიციიდან დაბრუნებულ ახალგაზრდებს მალევე გაუუარესდათ ჯანმრთელობა. ბევრი მათგანი გამელოტდა, ზოგს უკურნებელი გამონაყარი გაუჩნდა სახეზე, ხელები წითლად დაეფოთლა. გასულ საუკუნეში ერთ-ერთი მოხალისე ჩავიდა ეშმაკის ქალაქში. რამდენიმე საათის შემდეგ ბარბაცით ამოვიდა ზემოთ. ფერდაკარგული, თვალებგადმოკარკლული დაეცა და გარდაიცვალა. იაკუტებისათვის ცნობილია მიწისქვეშა ქალაქის ზოგიერთი დეტალი. იქ უზარმაზარი, ნიღაცის მიერ ამოთხრილი გამოქვაბულებია. ერთ-ერთ მათგანში წვანან წყალში ჩაყინული, მეტალისსამოსიანი შავკანიანი ადამიანები... მეცნიერების ვარაუდით, იქ ოდესღაც ცხონრობდა ჩვენთვის უცნობი ცივილიზაციის ხალხი. ისინი უხსოვარ დროში ტროიკული კლიმატის პოლარული სიცივით შეცვლას შეეწირნენ. ხალხი მიწაში ჩაძვრა ყინვისგან თავდასაცავად. მეორე ვერსიით, ეს ქვაბულები მიღმა სამყაროსთან დამაკავშირებელია. 113 2-ს მოსწონს
|