x
image
აჩიკუნა
ღვთის განგება

რომის ჩრდილოეთით არქეოლოგებმა და გეოლოგებმა აღმოაჩინეს კრატერი, რომლის დიამეტრი 5 ათასი კვადრატული კილომეტრია. ის ადასტურებს თქმულებას იმკის შესახებ, რომ IV საუკუნეში, კონსტანტინე დიდის ზეობის დროს, ზეციდან ჩამოვარდნილმა ცეცხლოვანმა მეტეორმა მართლაც იხსნა ქრისტიანობა განადგურებისაგან. ექსპერტების ვარაუდით, ეს არის ციური სხეულის მიერ დატოვებული კვალი. ეს სხეული უწინ ცნობილი იყო კონსტანტინეს კომეტის სახელწოდებით. ახლა კრატერი მიწისქვეშ არის მოქცეული, მაგრამ მკაფიოდ ჩანს სპეციალური გეოლოგიური ხელსაწყოების ეკრანებზე.

image





















IV საუკუნის დასაწყისში რომის იმპერიაში ქრისტიანობას სდევნიდნენ. 312 წლის ერთ-ერთ დილას, ომის წინ, იმპერატორი კონსტანტინე წარმართულ ღმერთებს შესთხოვდა დახმარებას. ლოცვის დროს თვალები ზეცად აღაპყრო და უცებ ღრუბლებში მქროლავი ცეცხლოვანი ბურთი შენიშნა. სფეროში ჯვარი ბრწყინავდა. ხმაც ჩაესმა: “გაიმარჯვე ამით!" კონსტანტინე მიხვდა, რომ ყოვლისშემძლე ღმერთმა დახმარება აღუთქვა, რომ ის ქრისტიანობას სჭირდებოდა. მართლაც, იმპერატორმა ჯვრით სძლია მტერს. გამარჯვების შემდეგ გამოსცა ქრისტიანების დევნის შეწყვეტა და მათი რელიგიის ოფიციალურად აღიარების დეკრეტი.

ბოლო დროს ისტორიკოსებს ეს მითად მიაჩნდათ. ცნობილი შვედი არქეოლოგი, დოქტორი ორმო ამბობს, რომ ახლახან აღმოჩენილ კრატერს აშკარად ეტყობა, რომ აქ მეტეორი ჩამოვარდა. რადიაციულმა გამოკვლევამ ცხადყო, რომ ის სწორედ კონსტანტინეს კომეტაა და IV საუკუნის დასაწყისში ჩანდა.

0
387
5-ს მოსწონს
ავტორი:აჩიკუნა
აჩიკუნა
387
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0