x
image
შაკო-დემე
ნამდვილად დაუჯერებელი "დაჭერილი უწმინდური"

imageეს ამბავი რუსეთის ერთ-ერთ სოფელში მოხდა 1803 წელს. ერთმა მეწისქვილემ, პეტრე კორიევმა წისქვილის მეორე სართულზე ხმაური გაიგონა. ეს იყო ფუსფუსი, ფეხის და რაღაც არა მიწიერი ხმა. ბევრი არ უფიქრია, დაავლო ჯოხს ხელი და კიბეს აუყვა.
ათახში მისულმა კუთხეში დაინახა შავი ღორი თუ ძაღლი. მეწისქვილის დანახვისას მას გაქცევა უნდოდა და კიბისკენ გაიწია, მაგრამ პეტრემ ჯოხი ჩაარტყა "სტუმარს" და ზედ დაახტა. მაგრამ... მან კაცს ხელზე უკბინა და დრო იხელთა გასაქცევად. მეწისქვილე ყვირილით გაეკიდა, კიბეზე კვლავ დაიჭირა და იმისდა მიუხედავად, რომ არსება მას კბენდა, აღარ გაუშვა.
ხმაურზე მოცვივდნენ მეზობლები.
დაკბენილ-დაღადრული პეტრე სულს ღაფავდა, კუთხეში კი... ნამდვილი ეშმაკეული არსება წკმუტუნებდა.
მეზობლები შეშინდნენ. კაცები გაიქცნენ მღვდლის მოსაყვანად. პირველი სოფლის მამამთავარი მოვიდა, ეშმაკის დანახვაზე გადააფურთხა და სამჯერ გადაიწერა პირჯვარი.
მღვდლის მოსვლამდე, კაცებს უბრძანა, ჩაექოლათ იგი.
ისინი ვერ ბედავდნენ და შორიდან ქვებს ესროდნენ.
როდესაც სიცოცხლის ნიშან-წყალი აღარ ეტყობოდა, დასისხლიანებული წაიღეს და კოცონში ჩააგდეს.
მნახველები მას აღწერდნენ: ტანი მომცრო ჰქონდა, შავი იყო, ასევე იშვიათი შავი თმით დაფარული. საშინლად ყარდა! მხეცს წააგავდა. ჰქონდა ასევე პატარა რქებიც.

2
637
6-ს მოსწონს
ავტორი:შაკო-დემე
შაკო-დემე
637
  
2013, 12 თებერვალი, 21:40
:*
0 1 2