სხვა დასახლებების დასახელება - ორთაჭალა 2015, 2 თებერვალი, 0:37 თბილისის უძველესი უბნის ორთაჭალის სახელწოდება ორი სიტყვის ნაერთია, რომელთაგან პირველს, ანუ ორთას არანაირი კავშირი არ აქვს ქართულ სიტყვა ორთან, არამედ სიტყვა ორთა თურქულად შუას ნიშნავს. ესეიგი შუა ჭალა. ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, ორთაჭალას ჭალის ბაღსაც ეძახდნენ. თავდაპირველად ეს სახელწოდება ერქვა კუნძულს რომელსაც ორად განტოტილი მდინარე მტკვარი წარმოქმნიდა. მეცხრამეტე საუკუნეში მდინარე მტკვრის მარჯვენა მხარისმიმდებარე უბანსაც ორთაჭალა ეწოდა. 80 4-ს მოსწონს
|