კულტურა შერონ სტოუნი საქართველოს მოქალაქეობას ითხოვს 2013, 7 თებერვალი, 1:14 ამერიკული ინტერნეტფორუმები სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებენ: ჰოლივუდის ვარსკვლავი, შერონ სტოუნი ოფიციალურად ითხოვს საართველოს მოქალაქეობის მინიჭებას. ბლოგერების მტკიცებით ამის შესახებ თავად შერონმა განაცხადა და დასძინა გადაწყვეტილება პატარა, ძლიერი და მებრძოლი ქვეყნის მხარდასაჭერად მივიღეო. „-შერონ სტოუნმა განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეობის მიღებას გეგმავს, რათა ამ პატარა ქვეყანას მხარდაჭერა გამოუცხადოს. რას იტყვით თქვენი კოლეგის გადაწყვეტილებაზე? -უკაცრავად, გამიმეორეთ, თუ შეიძლება, რომელი ქვეყნის მოქალაქეობას ითხოვსო? -საქართველოს. -საქართველო... ბუნდოვნად მახსოვს... აჰა, გამახსენდა. მე ნამყოფი ვარ მაგ ქვეყანაში და ისიც ვიცი, რომ ისინი სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ რუსეთს ეომებოდნენ. საქართველოს მოქალაქეობაზე არც მე ვიტყოდი უარს, ამიტომ, შერონის საქციელი შემიძლია, მხოლოდ მოვიწონო.“ ეს ინფორმაცია საქართველოში საიტმა "droni.ge" გაავრცელა. ჯერ ოფიციალური განცხადება შესაბამის სტრუქტურაში არავის შეუტანია, შესაბამისად შერონ სტოუნი საქართველოს მოქალაქე არ არის. საინტერესოა რამდენად დააკმაყოფილებდა ჰოლივუდის ვარსკვლავი იმ კრიტერიუმებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეობის მისაღებადაა საჭირო. 4138 8-ს მოსწონს 3-ს არა
|