![რას ესვრიან ქართველ პოლიტიკოსებს image](/uploads/article_images/small/125591360180801.jpg)
ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელიც ასახავს კადრებს, კიევში ჩატარებულ პრესკონფერენციაზე როგორ ესროლეს ვლადიმერ ჟირინოვსკის კომბოსტო(დაჭრილ მდგომარეობაში. ალბათ მთელი არ გაემეტათ). ამ კადრების ნახვის შემდეგ, დავინტერესდი, როგორი მდგომარეობა იყო ამ მხრივ საქართველოში. გთავაზობთ ჩემს მიერ მოძიებულ ინფორმაციას;
პირველი, რაც მახსენდება,
![რას ესვრიან ქართველ პოლიტიკოსებს image](/uploads/article_images/small/125591360180860.jpg)
შორეული ბავშვობიდან, ეს სერგო ორჯონიკიძის ძეგლი იყო, ყაზბეგის(მაშინდელი პავლოვის) გამზირზე ჯერ კვერცხებით, ხოლო შემდეგ ნაირფერი საღებავებით ჩამოთხუპნილი. ამას რაღა თქმა უნდა მოჰყვა სხვა კომუნისტური ლიდერებიც, მაგრამ თანამედროვეთა გახსენება უფრო საინტერესოა.
![რას ესვრიან ქართველ პოლიტიკოსებს image](/uploads/article_images/small/125591360179115.jpg)
2010 წელი, 12 აგვისტო- ნინო ბურჯანაძის ესკორტს კასპის რაიონის სოფელ ხურვალეთში ქვები დაუშინეს.
რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ინციდენტის დროს დაშავდა პარტიის მხარდამჭერი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში ლუკა კურტანიძე, რომელსაც ბრბოდან ნასროლი ქვა თავის არეში მოხვდა.
![რას ესვრიან ქართველ პოლიტიკოსებს image](/uploads/article_images/small/125591360179295.jpg)
კობა დავითაშვილს წერეთლის გამზირზე წინასაარჩევნო შეხვედრაზე დაუდგენელმა პირმა კვერცხები ესროლა. დავითაშვილმა ვეღარ შეძლო შეხვედრის გაგრძელება და მალევე დატოვა გამზირი.
ციხის სკანდალური კადრების ავტორს და გამავრცელებელს ვლადიმერ ბედუკაძეს საზოგადოებრივ მაუწყებელთან კვერცხები ესროლეს. ინციდენტი 21 იანვარს, გვიან ღამით მოხდა, როდესაც ბედუკაძე შენობას დავით პაიჭაძის გადაცემაში მონაწილეობის შემდეგ ტოვებდა. ინციდენტის ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს და ბედუკაძემ საზოგადოებრივი მაუწყებელი სამართალდამცველების დახმარებით დატოვა.
![რას ესვრიან ქართველ პოლიტიკოსებს image](/uploads/article_images/small/125591360179606.jpg)
სულ ახლახანს, ზუგდიდში აკაკი ბობოხიძეს კვერცხები დაუშინეს. როგორც ჩანს კვერცხი შედარებით იაფი და მოსახერხებელი "იარაღია", მაგრამ ზოგჯერ ხელში მოყოლილი და ძვირადღირებული საგნებიც ხვდება სიაში.
![რას ესვრიან ქართველ პოლიტიკოსებს image](/uploads/article_images/small/125591360179690.jpg)
ზესტაფონის საკრებულოს თავჯდომარეს მერაბ მასხარაშვილს და პარლამენტის წევრს აკაკი მინაშვილს გამგებლის ამჟამად სამართალში მიცემული გეწაძის არჩევნებზე საკმაოდ ძვირფასი ტელეფონი ესროლა კაბინეტში შევარდნილმა ხალხმა. სანთებელებიც მრავლად ჩანდა კადრებში. თუმცა მასხარაშვილს საბუთების დასტაც "ჩაათხლიშა" თავში საკრებულოს წევრმა გოჩალეიშვილმა.
![რას ესვრიან ქართველ პოლიტიკოსებს image](/uploads/article_images/small/125591360180195.jpg)
ციხის კადრების შემდეგ პოპულრობით სარგებლობს ცოცხიც. სწორედ ახალი გავრცელებული იყო ციხის კადრები, როცა პარლამენტში მიმავალ ნაციონალების კოლონას მოსახლეობამ ცოცხები დაუშინა.