x
image
t.x.
რას ესვრიან ქართველ პოლიტიკოსებს
imageინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელიც ასახავს კადრებს, კიევში ჩატარებულ პრესკონფერენციაზე როგორ ესროლეს ვლადიმერ ჟირინოვსკის კომბოსტო(დაჭრილ მდგომარეობაში. ალბათ მთელი არ გაემეტათ). ამ კადრების ნახვის შემდეგ, დავინტერესდი, როგორი მდგომარეობა იყო ამ მხრივ საქართველოში. გთავაზობთ ჩემს მიერ მოძიებულ ინფორმაციას;

პირველი, რაც მახსენდება, image
შორეული ბავშვობიდან, ეს სერგო ორჯონიკიძის ძეგლი იყო, ყაზბეგის(მაშინდელი პავლოვის) გამზირზე ჯერ კვერცხებით, ხოლო შემდეგ ნაირფერი საღებავებით ჩამოთხუპნილი. ამას რაღა თქმა უნდა მოჰყვა სხვა კომუნისტური ლიდერებიც, მაგრამ თანამედროვეთა გახსენება უფრო საინტერესოა.

image2010 წელი, 12 აგვისტო- ნინო ბურჯანაძის ესკორტს კასპის რაიონის სოფელ ხურვალეთში ქვები დაუშინეს. რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ინციდენტის დროს დაშავდა პარტიის მხარდამჭერი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში ლუკა კურტანიძე, რომელსაც ბრბოდან ნასროლი ქვა თავის არეში მოხვდა.

imageკობა დავითაშვილს წერეთლის გამზირზე წინასაარჩევნო შეხვედრაზე დაუდგენელმა პირმა კვერცხები ესროლა. დავითაშვილმა ვეღარ შეძლო შეხვედრის გაგრძელება და მალევე დატოვა გამზირი.



imageცი­ხის სკან­და­ლუ­რი კად­რე­ბის ავ­ტორს და გა­მავ­რცე­ლე­ბელს ვლა­დი­მერ ბე­დუ­კა­ძეს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უწ­ყე­ბელ­თან კვერ­ცხე­ბი ეს­რო­ლეს. ინ­ცი­დენ­ტი 21 იან­ვარს, გვი­ან ღა­მით მოხ­და, რო­დე­საც ბე­დუ­კა­ძე შე­ნო­ბას და­ვით პა­ი­ჭა­ძის გა­და­ცე­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შემ­დეგ ტო­ვებ­და. ინ­ცი­დენ­ტის ად­გილ­ზე სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია გა­მო­ი­ძა­ხეს და ბე­დუ­კა­ძემ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უწ­ყე­ბე­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით და­ტო­ვა.

imageსულ ახლახანს, ზუგდიდში აკაკი ბობოხიძეს კვერცხები დაუშინეს. როგორც ჩანს კვერცხი შედარებით იაფი და მოსახერხებელი "იარაღია", მაგრამ ზოგჯერ ხელში მოყოლილი და ძვირადღირებული საგნებიც ხვდება სიაში.



imageზესტაფონის საკრებულოს თავჯდომარეს მერაბ მასხარაშვილს და პარლამენტის წევრს აკაკი მინაშვილს გამგებლის ამჟამად სამართალში მიცემული გეწაძის არჩევნებზე საკმაოდ ძვირფასი ტელეფონი ესროლა კაბინეტში შევარდნილმა ხალხმა. სანთებელებიც მრავლად ჩანდა კადრებში. თუმცა მასხარაშვილს საბუთების დასტაც "ჩაათხლიშა" თავში საკრებულოს წევრმა გოჩალეიშვილმა.

imageციხის კადრების შემდეგ პოპულრობით სარგებლობს ცოცხიც. სწორედ ახალი გავრცელებული იყო ციხის კადრები, როცა პარლამენტში მიმავალ ნაციონალების კოლონას მოსახლეობამ ცოცხები დაუშინა.

0
54
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:t.x.
t.x.
54
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0