x
image
ბესო დანელია
ცნობილი ადამიანების გამონათქვამები

image

ამ სტატიაში მინდა წარმოგიდგინოთ ცნობილი ადამიანების გამონათქვამები.
"ბედნიერი სიცოცხლე არ არსებობს, არსებობს ბედნიერი წუთები!" ნიკოლა სებასტიან დე შამფორი
"ძალაინ ცოტა ადამიანს, თანაც, ყველაზე შესანიშნავებს, შეუძლიათ, უბრალოდ და გულახდილად თქვან: არ ვიცი!" დიმიტრი პისარევი.
"პოლიტიკოსი უნდა უსმენდეს მასებს, მაგრამ მათი ბაგეებით არ უნდა საუბრობდეს." ჯორჯ ვაშინგტონი
"ცოტა ვინმეს თუ ეყოფა ვაჟკაცობა წინ აღუდგეს მას, ვინც ყველაზე მეტს იხდის." ჯორჯ ვაშინგტონი
"სიბრძნე - გამოცდილების ასულია." ლეონარდო და ვინჩი
"თუ შენი მეტოქის დიდება მოსვენებას არ გაძლევს, ეცადე საქმით აჯობო მას და ამით გადაუხდი სამაგიეროს მოსვენების დაკარგვისთვის." ვოლტერი
"მანამდე მაინც დავრჩეთ ადამიანებად, სანამ მეცნიერებას არ აღმოუჩენია, რომ ვიღაც სხვანი ვართ." ვოლტერი
"შესაძლოა თქვენი აზრები ჩემთვის მიუღებელი იყოს, მაგრამ თავს გავწირავ, რათა თქვენ მათი გამოთქმის უფლება გქონდეთ." ვოლტერი
"ადმიანი არასოდეს განიცდის სინდისის ქენჯნას ჩვეულებად ქცეული საქციელის გამო." ვოლტერი
"საუკეთესო კარგის მტერია." ვოლტერი
"სულელს თავი ჭკვიანი ჰგონია, ჭკვიანმა კი იცის ვინ არის სულელი." უილიამ შექსპირი
"უფრო ღირსეული იქნებოდი, ვიდრე ხარ, შენ ღირსებას აგრე ხშირად რომ არ ახსენებდე." უილიამ შექსპირი
"ჭეშმარიტ სიყვარულს არ შეუძლია ლაპარაკი, რადგანაც ჭეშმარიტი სიყვარული მჟღავნდება ქცევით და არა სიტყვით." უილიამ შექსპირი
"ისტორიიდან მხოლოდ იმის სწავლა შეიძლება, რომ ხალხს ისტორიიდან არაფერი უსწავლია." ბერნარდ შოუ
"ჭკვიანები ეგუებიან სამყაროს, სულელები კი ცდილობენ, სამყარო შეიგუონ, ამიტომ სწორედ სულელები ცვლიან სამყაროს და ცვლიან ისტორიას." ბერნარდ შოუ
"არც ერთი კითხვა არ არის იმდენად რთული, რამდენადაც ის, რომელზეც პასუხი აშკარაა." ბერნარდ შოუ
"პესიმისტი ისეთი კაცია, რომელსაც სიცილი ავიწყდება. ოპტიმისტი კი იცინის, რომ ზოგი რამ დაივიწყოს." ბერნარდ შოუ
"ვინც იცის, აკეთებს, ვინც არა - სხვას ასწავლის." ბერნარდ შოუ
"ღმერთს ყველაფერი არ შეუქმნია, მან მხოლოდ კარგი შექმნა."
"ყოველგვარი სიბრძნის საფუძველი მოთმინებაა." პლატონი
"ერთდროულად იყო ძალიან კარგი და ძალიან მდიდარი, შეუძლებელია." პლატონი
"სიხარულიც და მწუხარებაც იმით გვანან ერთმანეთს, რომ ორივე ერთნაირად გვიხშობს გონებას." პლატონი
"იცოდე, რა არის სამართლიანი, გრძნობდე, რა არის მშვენიერი, გსურდეს, რაც კარგია - ეს არის გონიერი ცხოვრების მიზანი." პლატონი
"სიმართლეს ბევრი მომხრე ჰყავს, მაგრამ ცოტა დამცველი." პლატონი
"ექვსი წლის ასაკში მე მსურდა, ვყოფილაიყავი მზარეული, შვიდი წლისა ვოცნებობდი, გავმხდარიყავი ნაპოლეონი. ჩემი ამბიციები მას შემდეგ იზრდება. ახლა მე მსურს ვიყო სალვადორ დალი." სალვადორ დალი
"ერთადერთი განსხვავება ჩემსა და შეშლილს შორის ისაა, რომ მე არ ვარ შეშლილი." სალვადორ დალი
"სრულყოფილების ნუ გეშიანიათ, ის თქვენ ოდნავადაც არ გემუქრებათ."
"განსაცვიფრებელი ფაქტია, რომ გენიალური ადამიანების უმრავლესობას შესანიშნავი დედები ჰყავდათ, რომ მათ დედებისგან გაცილებით მეტი მიიღეს, ვიდრე მამებისაგან." ჰენრი თომას ბოკლი
"ყოველივე მშვენიერი ადამიანში მზის სხვივებსა და დედის რძისგანაა; აი, რა გვმსჭვალავს ჩვენ სიცოცხლის სიყვარულით." მაქსიმ გორკი
"დედა მუცლით ატარებს შვილს სულ ცხრა თვეს, დედა ხელით ატარებს შვილს, ვიდრე ფეხზე დადგება, დედა გულით ატრებს შვილს, შემდგომ, მთელი სიცოცხლე." ფრიდრიხ ფონ ლოგაუ
"ჩვენ გვიყვარს ცოლიც, დაც, მამაც, მაგრამ უბედურებისას ვიხსენებთ დედას." ნიკოლოზ ნეკრასოვი
"ქალი სუსუტია, მაგრამ დედაა ძლიერი." ვიქტორ ჰიუგო
"ბევრ მამაკაცს თავი ღმერთი ჰგონია და ავიწყდება, რომ ბევრი ქალი ათეისტია." მერლინ მონრო
"არაფერი მაქვს იმის საწინააღმდეგო, რომ ეს სამყარო მამაკაცების იყოს, მთავარია მე დავრჩე ქალად." მერლინ მონრო
"არ ვიცი რა იარაღი იქნება გამოყენებული მესამე მსოფლიო ომში, მაგრამ ვიცი, რომ მეოთხე მსოფლიო ომში მხოლოდ ჯოხები და ქვები იქნება." ალბერტ აინშტაინი
"ლომსა და კრავს ერთად შეუძლიათ დაწვნენ დასაძინებლად, მაგრამ საეჭვოა, რომ კრავმა კარგად გამოიძინოს." ვუდი ალენი
"ყველას მეგობარი არავის მეგობარი არაა". არისტოტელე
" ადამიანთა დიდი ნაწილი უმეტესად ემორჩილება საჭიროებას, ვიდრე გონიერებას და ესეც უმეტესად სასჯელის შიშით, ვიდრე ზნეობრივი სიმშვენიერის დასაკმაყოფილებლად." არისტოტელე
"ცოცოხლობდე - ნიშნავს იბრძოდე, იბრძოდე - ნიშნავს ცოცხლობდე." პიერ ბომარშე
"სასაცილოა, ბერიკაცი რომ ყმაწვილობდეს და საბრალოა, რო ჭაბუკი ბერიკაცობდეს!" ნიკოლოზ ბარათაშვილი
"მუსიკა ხალხის მოთხოვნილებაა." ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი
"დუმილი თანხმობის ნიშანია, ან შედეგი იმისა, რომ თქვენ არავინ გისმენთ." ბესარიონ ბელინსკი
"მიზნის მისაღწევად ცოდნაზე არანაკლებ საჭიროა საქმიანობა." პიერ ბომარშე
"ნათესავი ნაწილია ჩვენი ხორცისა, ხოლო მეგობარი - ნაწილია ჩვენი სულისა." არისტოტელე
"ზნეობა ფილოსოფიის ის ნაწილია, რომელზეც ბევრს ლაპარაკობენ და მხოლოდ მცირეოდენს თუ ასრულებენ." ბესარიონ ბელინსკი

7
4078
12-ს მოსწონს
ავტორი:ბესო დანელია
ბესო დანელია
4078
  
2013, 11 თებერვალი, 21:36
ადამიანთა დიდი ნაწილი უმეტესად ემორჩილება საჭიროებას, ვიდრე გონიერებას და ესეც უმეტესად სასჯელის შიშით, ვიდრე ზნეობრივი სიმშვენიერის დასაკმაყოფილებლად." არისტოტელე
2013, 7 თებერვალი, 20:23
მადლობა!
2013, 7 თებერვალი, 20:21
კაი სტატიაა
2013, 7 თებერვალი, 13:12
"სასაცილოა, ბერიკაცი რომ ყმაწვილობდეს და საბრალოა, რო ჭაბუკი ბერიკაცობდეს!" ნიკოლოზ ბარათაშვილი

არ ვიცოდი ეს მამონათქვამი
2013, 6 თებერვალი, 23:26
ღმერთა გაიმარჯოს ძმაო!!
2013, 6 თებერვალი, 23:22
ბესოს გაუმარჯოს თავისი გენიალური და მუდამ საინტერესო სიახლეებით ;)
2013, 6 თებერვალი, 23:22
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 7