სიახლეები დამარცხდება სიმსივნე? 2013, 6 თებერვალი, 22:44
სიმსივნე საშინელი დაავადებაა, რომლის 100%-ით განკურნება 21-ე საუკუნისთვის შეუძლებელია, ნუ ჯერჯერობით მაინც. იგი დაკავშირებულია უამრავ ოპერაციასთან, დასხივებასთან, წამლებზე ხომ აღარაფერს ვამბობ, მაგრამ სამწუხაროდ, შედეგი არაა. თუმცა გასული წლის დეკემბერში ალაპარაკდნენ მკურნალობის ახალ ეფექტზე, ნანობუშტებზე (nanobubbles). გამოგონება რაისის უნივერსიტეტის ექიმს, დიმიტრი ლაპოტკოს, ეკუთვნის. ნანობუშტები გვპირდებიან მრავალი რთული პროცესის ნაცვლად ერთ სწრაფ, მარტივ და მრავალფუნქციურ პროცედურას.
პლაზმურ ნანობუშტს, რომელიც 10000-ჯერ მცირეა, ვიდრე ჩვენი თმის ღერი, შეუძლია პატარა აფეთქებების გამოწვევა. ბუშტები დაზიანებულ უჯრედს გარშემო შემოერტყმებიან, გარეშე ძალის, ამ შემთხვევაში ლაზერის მეშვეოებით, გაცხელდებიან და აფეთქდებიან. ლაპოტკოს თქმით, პლაზმური ნანობუშტები ანადგურებენ მხოლოდ დაავადებულ უჯრედს, მათ ჯანმრთელ მეზობლებს კი არ ეხებიან.
პლაზმური ნანობუშტების ტექნოლოგიით "მაგალითად, თუ მინდა რაიმეს ჩადება ღეროვან უჯრედში, იმისთვის რომ იგი შევიდეს სხვა უჯრედში და ამავე დროს გაანადგუროს გარშემორტყმული არასასურველი უჯრედები, ეს ტექნოლოგია ამის შესრულების უნიკალურ საშუალებას იძლევა" - განაცხადა პროფესორმა მალკოლ ბრენერმა.
მაშასადამე, თუ ამან გაამართლა, იმედი ვიქონიოთ, რომ ეს საშინელი დაავადება დამარცხდება. 138 2-ს მოსწონს
|