კინო ჰარი პოტერის უცნობი ფაქტები 2013, 14 თებერვალი, 18:19
ყველას სმენია ჰარი პოტერის შესახებ, მაგრამ ცოტამ თუ იცის საინტერესო, თუმცა უცნობი ფაქტები, რომლებიც კამერის, კადრებისა და ფურცლების მიღმა ხდებოდა. მაშ ასე, დავიწყოთ:
1) "ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვე" 90 მილიონი დოლარით მომგებიანი აღმოჩნდა, ვიდრე "ბინდი". 2) როდესაც "ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვე" გამოვიდა, გამომცემელმა მაღაზიებს სთოხვა, რომ წიგნები არ გაეყიდათ გაკვეთილების პერიოდში, რათა ბავშვებს არ გაეცდინათ სკოლა. 3)ერთი-ერთი მფრინავი მანქანა, რომელიც უნდა გამოეყენებინათ "ჰარი პოტერსა და საიდუმლო ოთახში", მოიპარეს. მხოლოდ 7 თვის შემდეგ, ანონიმურმა ზარმა შეატყობინა პოლიციას მანქანის ადგილსამყოფელი. 4)ბოლო ნაწილში ჰერმიონასა და პოტერის კოცნის გადაღებისას, რუპერტ გრინტი(რონ ვესლი) გააძევეს გადასაღები მოედნიდან ბევრი სიცილისთვის. 5)ჯოან როულინგი პირველია, რომელიც წიგნების წერით მილიონერი გახდა. 6)2008 წელს 67 ენაზე ნათარგმნი 400 მილიონზე მეტი ჰარი პოტერის წიგნი გაიყიდა. 7)დემენტორები, რომლებიც იცავდნენ აზკაბანის ციხეს, განასახიერებენ დეპრესიასა და როულინგის დამოკიდებულებას დაავადებებისადმი. 8)ტომ ფელტონმა გაიარა კასტინგი ჰარი პოტერისა და რონ ვესლის როლებისთვის, მაგრამ დამტკიცდა დრაკო მალფოის როლზე. 9)ფილმში 11 წლის ჰერმიონა განასახიერებს 11 წლის როულინგს. ავტორმა ჰერმიონას პატრონუსადაც კი მისი საყვარელი ცხოველი, წავი შეარჩია. 10)ვოლდემორი (voldemort) ფრანგულად ნიშნავს სიკვდილის ფრენას. 11)ჰარის სკოლის, ჰოგვარტსის, სახელი როულინგმა შეარჩია მცენარის სახელწოდებისგან, რომელიც მან ნახა ნიო-იორკის ერთ-ერთ ბაღში. 12)მხოლოდ ალან რიკმანმა, რომელიც თამაშობდა პროფესორი სნეიპის როლს, იცოდა საკუთარი პერსონაჟის ბედი, რადგან თავად როულინგმა უთხრა მას. 13)გამომცემელმა როულინგს ურჩია, გამოეყენებინა მთლიანი სახელი ინიციალების ნაცვლად, რათა მიეზიდა მამაკაცი მკითხველები, მაგრამ არ დათანხმდა. J. - ჯოანას ინიციალია, ხოლო K. - ბებიამისის სახელის. 14)მსახიობი, რომელმაც ითამაშა ჰოგვარტსის მოსწავლის, მტირალა მირტლის, როლი, სინამდვილეში 37 წლის მსახიობია. 15)როულინგის და ჰარი პოტერის დაბადების დღე 31 ივლისია. 2064 3-ს მოსწონს
|