x
image
_თაკო_
სამი ყველაზე სასაცილო საქორწილო ტრადიცია

image



როგორც ვიცით, სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა საქორწილო ტრადიციებია დანერგილი. ზოგი საკმაო სასტიკითაც გამოირჩევა, მაგრამ ზოგიერთი ძალიან სასაცილო და უცნაურია. დღეს სწორედ სამი ყველაზე სასაცილო საქორწინო ტრადიცია მინდა გაგაცნოთ.

1. საფრანგეთში არსებობს საკმაოდ უცნაური და არაესთეტიური ტრადიცია, რომლის მიხედვითაც საქორწილო ცერემონიის დამთავრებისთანავე ნეფე-პატარძლის მეგობრები შეაგროვებენ საჭმლის ნარჩენებს, ჩაყრიან უნიტაზში და ახალდაქორწინებულებს აიძულებენ დალიონ. იმის მიუხედავად, რომ ეს ნარჩენები უმეტეს შემთხვევაში შოკოლადს წარმოადგენს, დაქორწინებულებს მაინც საკმაოდ მძიმედ უწევთ შეასრულონ საქმე და უნიტაზიდან ყავისფერი ნარევი დალიონ.


image


2. ინდოეთის ზოგიერთ ნაწილში სანამ სასიძო საქორწინო საკურთხეველს მიუახლოვდება, ვალდებულია ფეხზე გაიხადოს. როგორც კი ეს მოხდება აი სწორედ მაშინ იწყება თუ იწყება ომი და და სრული ქაოსი. წარმომადგენლები პატარძლის მხარედან ცდილობენ ფეხსაცმელების მოპარვას, ხოლო სიძის მხარე კი მის დაცვას ცდილობს. თუკი პატარძლის მხარე წარმატებას მიაღწევს და ფეხსაცმლის მოპარვას შეძლებს, მათ სრული უფლება აქვთ ფეხსაცმელები დაისაკუთრონ იქამდე, სანამ გამოსასყიდს არ გადაუხდიან.

image



3. ცენტრალურ აფრიკაში, ბახუტის ტომის ახალდაქორწინებულებმა პირველი კვირის განმავლობაში ყოველი დილა ერთმანეთის ცემით უნდა დაიწყონ. საღამოს კი წყვილი დასაძინებლად მშობლებთან მიდის, დილით კი ისევ სახლში ბღუნდებიან და ერთმანეთის ცემას განაგრძობენ. კვირის ბოლოს წყვილი ხვდება, რომ ერთმანეთზე წყენა აღარ აქვთ და მშვიდობიან ცხოვრებას იწყებენ.

image





5
635
4-ს მოსწონს
ავტორი:_თაკო_
_თაკო_
635
  
2015, 9 ივნისი, 22:25
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2015, 9 ივნისი, 11:29
კარგი მაშინ უღრმესი მადლობაო:)
2015, 9 ივნისი, 10:30
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი _თაკო_-ის კომენტარზე
2015, 8 ივნისი, 14:20
აქაც შენ ხაარ:)) იცოდე ნუ დამცინი:))
2015, 8 ივნისი, 14:04
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 5