ექსკლუზიური ინტერვიუ იაგო კუპრეიშვილთან...
იაგო კუპრეიშვილი: გაგეცინებათ და კლუბური ცხოვრება მეზიზღება ყველაზე მეტად
ვინ არის იაგო კუპრეიშვილი?
იაგო კუპრეიშვილი არის ადამიანი, რომელიც უზომოდ შეყვარებულია საქართველოზე და არის ბუნებით უაღრესად რომანტიკოსი.ეს მხოლოდ ჩემი სულისკვეთებაა სხვა “დიდებებზე“ მე ვერ ვისაუბრებ, ამისთვის არსებობენ ადამიანები რომლებიც მეტნაკლებად იცნობენ ჩემს ცხოვრებას და ეს მათ უნდა ჰკითხოთ, საკუთარ თავზე რომ ვისაუბრო ისევ ამაყს დამიძახებენ (იცინის)
თუ გახსოვთ პირველად რამდნეი წლის ასაკში იმღერეთ?
სიმღერა ჩემი ოჯახური ტრადიციაა, მუსიკალურ ოჯახში გავიზარდე, დედა არის პროფესიონალი პიანისტი და მუსიკის სიყვარული ბავშვობიდანვე დამყვა.ეს თემა ჩვენს მეგობრულ წრეში ყოველთვის ღიმილის მიზეზი ხდება, ყველა მომღერალს ეკითხებიან ამ კითხვას და ყველა პასუხობს რომ აი 3 წლიდან დაიწყეს სიმღერა და ა. შ. უბრალოდ სახალისოა, 3 წლის ბავშვს არანაირად არ აქვს გაცნობიერებული რა არის მუსიკა და თუ რომელიმე სიმღერას წაიღუღუნებს, ეს არ ნიშნავს, რომ ის მომღერალი გამოვა მე კი 6 წლიდან ვმღერი.
პირველად როდის წარსდექით ფართო აუდიტორიის წინაშე?
ფართო აუდიტორიის წინაშე ჩემი პირველი წარდგომა კარგად მახსოვს, მაშინ 17 წლის ვიყავი, „ ქართულ ხმებთან“ ერთად შევასრულე ულამაზესი სიმღერა “შენ დაგეძებ დილაა თუ ბინდია“ სადაც სოლისტი ვიყავი. შემდეგ იყო მცირე - შემოქმედებითი
პაუზა, რადგან აქტიურად ვიყავი დაკავებული სწავლით და სპორტით. ვვარჯიშობდი კარატეში და შეჯიბრებები მქონდა სხვადასხვა ქვეყანაში ამის გამო ვერ ვუთმობდი სიმღერას დროს. მითუმეტეს იმ დროს საქართველოში აბსოლიტურად ყველა მომღერალი “ვიღაცის“ რეკომენდაციით გამოდიოდა სცენაზე, ამას ვერ ვეგუებოდი და ვარჩიე დროებით სპორტისა და უნივერსიტეტისთვის მიმეხედა.
თქვენი პირველი სიმღერა რომელიც ტრამპლინი გახდა თქვენს ცხოვრებაში?
ჩემი პირველი წარმატების მომტანი სიმღერა იყო “How Am I Supposed To Live Without You’’, რომელიც უკრაინაში შევასრულე 2007 წელს. ამის შემდეგ დაიწყო უკვე შემოთავაზებები და მიწვევები კონცერტებზე, ამიტომაც არის, რომ დღეს სხვა ქვეყნებში უფრო მიცნობენ, ვიდრე საქართველოში. არასდროს არ მინდოდა საქართველოში ვყოფილიყავი პოპულარული და რადიოები როცა მთხოვდნენ, რომ მიმეცა მათთვის უფლება, რათა გაეშვათ
ჩემი სიმღერები სულ უარს ვეუბნებოდი. აი გულით გეუბნებით, არასდროს არ მიცდია საქართველოში ვყოფილიყავი პოპულარული.
თქვენ ერთ – ერთი პოპულარული და მოთხოვნადი მომღერალი
ხართ, რამ განაპირობა თქვენი ასეთი პოპულარიზაცია და მოთხოვნადობა?
მე არასდროს არ ვადევნებ რეიტინგებს თვალს, ამისთვის არანაირად არ მრჩება დრო, ამიტომ ვერ ვიტყვი რამდენად მოთხოვნადი და პოპულარულია ჩემი შემოქმედება. თუ კონცერტების მხრივ ვიმსჯელებთ კარგი შედეგია იმიტომ, რომ სრული ანშლაგით მთავრდება ყველა კონცერტი. პოპულარიზაცია გამოიწვია ალბათ იმან, რომ მაქსიმალურად გულწრფელი ვარ ყველა სიმღერასა თუ ლექსში. არ ვმსახიობობ სხვებივით და რასაც ვგრძნობ - გადმოვცემ.
სიმღერებს თქვენ წერთ თუ რომელიმე ქართველი კომპოზიტორი გიწერთ?
სიმღერებს ზოგს მე ვწერ და ზოგს კი - უცხოელ მომღერლებთან
ვმეგობრობ და ვცვლით ერთმანეთში კომპოზიციებს.
რომელია ქართველი და შემდეგ უცხოელი კომპოზიტორი, რომლის სიმღერასაც სიამოვნებით შეასრულებდით?
არ მინდა ვინმეს ვაწყენინო, მაგრამ ქართველი კომპოზიტორებიდან ერთადერთი ადამიანი იყო, რომელსაც უდიდეს პატივს ვცემდი
და მთელი გულით დავაფასებ ცხოვრების მანძილზე - ეს გახლდათ ბატონი “ალექსანდრე ბასილაია“. უამრავი გენიალური მუსიკა შექმნა ამ ადამიანმა და სამწუხაროა რომ ქართული ახალგაზრდობის
ნაწილმა არც კი იცის ვინ იყო ეს ადამიანი და ჯასტინ ბიბერს კი კარგად იცნობენ, უფრო მეტიც, ფანატობენ და მე მოვუწოდებ ყველა დედას რომ დასვან თავიანთი შვილები და აუხსნან, რომ ეს ფანატიზმი არაქრისტიანულიაა!!!.
როგორ შეფასებას გააკეთებ დღევანდელ შოუბიზნესთნ დაკავშირებით?
სამწუხარო რეალობაა ის, რომ საქართველოში შოუ ბიზნესი გარდაიცვალა, როგორ გავაცოცხლოთ, რით ვუშველოთ? ეს კითხვები დღემდე აქტუალურია, ნუთუ ჟიურის ზურგით შემობრუნება უშველის ქართულ ესტრადას?
თუ გქონიათ მიწვევა სხვა ქეყნებიდან, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი რუსეთიდან გაქვთ შემოთავაზება?
კი, შემოთავაზება ძალიან ხშირად მაქვს. უფრო უკრაინელი პროდიუსერებისაგან, რუსეთიდანაც მიკავშირდებიან და შეგნებულად ვარიდებ თავს. ჯერჯერობით დავაკვირდები საქართველოში მიმდინარე პროცესებს და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. მაგრამ საქართველოს დატოვება ნამდვილად არ მინდა.
თუ მიგიღიათ, რომელიმე მუსიკალურ კონკურში მონაწილეობა?
არასდროს არ გამჩენია სურვილი წავსულიყავი, რომელიმე მუსიკალურ კონკურსსზე, იმიტომ რომ სხვების მსგავსად მე არ დავთმობდი უსამართლობას, რაც ზედმეტ დაძაბულობებს გამოიწვევდა.
რა პროფესიისაა იაგო კუპრეიშვილი?
ქვანტური ფიზიკა დავამთავრე, მაგისტრატურა და დოქტორანტურაც. ამჟამად ვმუშაობ თავდაცვის სამინისტროს სამეცნიერო კვლევით ცენტრში და ვარ ახალგაზრდა მეცნიერთა ასოციაციის პრეზიდენტი.
როგორც კულვარებში გავრცელდა, იაგო კუპრეიშვილის გულში მალე სიყვარული გაიღვიძებსო რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს?
კულვარებში უამრავი ჭორი ვრცელდება, მაგრამ ეს ბოლო ძალიან სასაცილოა(იცინის) თითქმის ყველას ისეთი შთაბეჭდილება აქვს, რომ რადგან მე ღრმად სასიყვარულო სიმღერებს ვწეერ, ე.ი. შეყვარებული ვარ, არადა რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მე შეყვარებული არასდროს მყოლია და მითუმეტეს არ მქონია არანაირი სხვა ურთიერთობა. ქრისტიანულად გავიზარდე და ვთვლი, რომ ჩემი ცხოვრების მანძილზე სიტყვა “დავშორდი“ არ იარსებებს. თუ შევიყვარებ ეს იქნება ერთადერთი და სამუდამო, მე მას არასდროს
არ მივატოვებ. ამიტომაც არ ვჩქარობ და არც არავინ მიძებნია არასდროს.
თქვენი აზრით სიყვარული ყველას შეუძლია თუ მხოლოდ ღირსეულების ხვედრია?
სიყვარული ნამდვილად ყველას შეუძლია მითუმეტეს ქალს, როგორც ავღნიშნე არ მაქვს მე არანაირი გამოცდილება ამ საკითხში, მაგრამ ზოგადი და ჯანსაღი წარმოდგენა ნამდვილად მაქვს სიყვარულზე. სამწუხაროდ ადამიანები (უფრო მეტად ბიჭები) ტყუილებზე ცდილობენ ააგონ გოგოსთან ურთიერთობა, აი ეს აფუჭებს
შემდეგ ყველაფერს. ყველაზე მთავარია გულწრფელობა და პატივისცემა. ყველა ქართველ მამაკაცს მოვუწოდებ, რომ დააფასონ და პატივი სცენ ქართველ გოგონებს რადგან დამიჯერეთ, ვერცერთ სხვა ქვეყანაში ვერ იპოვით ქართველ, ქალზე“ უფრო ერთგულს და
წესიერს.
ყველაზე გამაღიზიანებელი ჭორი რაც საკუთართავზე გაგიგიათ?
ჭორებს არ ვაქცევ ყურადღებას თუმცა ზოგჯერ არის, რომ მეც ადამიანურად მომდის გული უსამართლობაზე და ვბრაზდები, გოგოების მიერ მოგონილ ჭორებს ღიმილით ვხვდები და აი ვერ ვიტან ჭორიკანა კაცებს ამაზრზენია, მე მამაკაცი ვარ და არასდროს არ ვიკადრებ, რომ ვინმეზე რამე ვთქვა და თან ტყუილი? ეს ხომ საშინელებაა. ყოფილა შემთხვევა რომ ფიზიკურადაც კი შევეხე
რამდენიმე ბიჭს, ნუ თუ ბიჭები ერქვათ და მერე მიჩივლეს, რომ მე კარატისტი ვარ და ბოროტად გამოვიყენე ჩემი შესაძლებლობები.(იცინის)
რას ეტყვით „ჭორიკანა“ ხალხს?
ჭორიკანა ხალხს რაც არ უნდა მიმართო შველით რამე? მაგრამ ვეტყვი, რომ იარონ ეკლესიაში და მოინანიონ ყველა ის ცოდვა რაზეც უდანაშაულო - მართალ ადამიანებზე ავრცელებენ შურის და ბოღმის გამო.
მეგობრობთ თუ არა ცნობილ „ვარსკვლავებთან“ საქართველოში?
(იცინის) მომეწონა რომ სიტყვა “ვარსკვლავები“ ბრჭყალებში ჩასვით. არა არ ვმეგობრობ, იმიტომ რომ ერთ ერთი რიგითი ქართველი მამაკაცი ვარ, რომელიც ვაჟკაცურ საფუძვლებზე აღიზარდა და მე ვერ ვიურთიეთებ ისეთ ადამიანებთან დღე და ღამე იმაზე, რომ საუბრობენ, ვის რა ტანსაცმელი აცვია და ვინ რომელ კლუბში გაერთო და რამდენ გოგოს “კერავენ“ დღეში. ასეთი ცხოვრება მაპატიეთ მაგრამ გულს მირევს. გაგეცინებათ და კლუბური ცხოვრება მეზიზღება ყველაზე მეტად, როგორც კი დათბება ყოველთვის ვიღებ ჩემს გიტარას და მივდივარ რომელიმე ლამაზ მდინარეზე ან პატარა ჩანჩქერთან და იქ ვატარებ მარტო “რომანტიულად“ შვებულების დღეებს ასე ძალიან ვმშვიდდები სულიერად.(იცინის)
რას აფასებს ადამიანში იაგო კუპრეიშვილი?
მე ბუნებით ერთგული ადამიანი ვარ და სხვებისგანაც იგივეს მოვითხოვ, ერთგულ, გულახდილ და კეთილ ადამიანებს ვაფასებ ყველაზე მეტად, თუმცა ჩემთვის აბსოლიტურად ყველა ადამიანი მისაღები და დასაფასებელია როგორიც არ უნდა იყოს ის, იმიტომ რომ
ყველას აქვს შანსი გამოსწორდეს.
როგორც გავიგეთ თქვენ მალე გაქვთ საქველმოქმედო სოლო კონცერტი, როგორ მიმდინარეობს წინა საკონცერტო სამზადისი და ვის ეხმარებით?
დიახ საქველმოქმედო კონცერტი ტარდება ხონში, 21 წლის ახალგაზდა ბიჭს ესაჭიროება სასწრაფოდ თირკმლის გადანერგვა
და მაქსიმალურად ვცდილობთ დავუდგეთ მას გვერდში. რაც შეეხება წინა საკონცერტო სამზადისს არ არის გადატვირთვული შოუებით
და შესაბამისად მხოლოდ მოლოდინი გვაქვს კონცერტის. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ რაც შეიძლება ნაკლები ხარჯებით ჩატარდეს და მაქსიმალურად მეტი თანხით დავეხმაროთ იმ
ახალგაზრდას, რაშიც ადგილობრივი კულტურის სახლის დირექცია გვეხმარება და დიდი მადლობა მათ ამ სიკეთისთვის...
დიდი მადლობა თქვენ საინტერესო და
არაპროვოკაციული კითხვებისთვის. წარმატებებს გისურვებთ.
მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო იაგოს, გულწრფელი პასუხებისათვის და ვუსურვებ მას ცხოვრებისეულ და კარიერულ წარმატებებს....