კულტურა ტოპ 15-ყველაზე პოპულარული ჰოლივუდური წყვილები 2013, 6 თებერვალი, 16:17 მამკაცების ჟურნამლმა Men's Health-მა, შეადგინა ცნობილი ჰოლივუდელების მორიგი რეიტინგი. ამჟამად ჟურნალი გვთავაზობს ტოპ 15-ყველაზე პოპულარულ ჰოლივუდურ წყვილებს, რომელთა ურთიერთობაც გასულ წელს ყველაზე მეტად იქცევდა მედიის და მათი თაყვანისმცემლების ყურადღებას და აგრეთვე ყველაზე მეტად არიან პოპულარულები და მომხიბვლელნი მთელი მსოფლიოსთვის. გთავაზობთ ამ რიტინგს: 15. ჯასტინ ტიმბერლეიკი და ჯესიკა ბილი ხუთწლიანმა ურთიერთობამ და უამრავმა ჭორებმა დაშორების შესახებ, წყვილს ხელი ვერ შეუშალა, რომ გრანდიოზული ქორწილი გადაეხადათ იტალიის სამხრეთ სანაპიროზე. როგორც ცნობილი გამომცემლობები ამტკიცებენ, მიუხედავად იმისა რომ წყვილი ერთი შეხედვით სრულიად განსხვავებულები ჩანან, მათ ერთნაირი ცხოვრებისეული ფასეულობები აქვთ, ორივე მათგანი ჯანსაღ საკვებს ანიჭებს უპირატესობას და ვარჯიშობენ. 14.ჯოშ დიუამელი და ფერჯი მიუხედავად იმისა რომ ეს წყვილი ძალიან დაკავებულია, ამან ხელი არ შეუშალა მათ ურთიერთგაგებას და ჰარმონიას. ისინი უკვე 3 წელია ერთად ცხოვრობენ. მედია ხშირად სვამს კითხვას, თუ რატომ არ ყავთ ამ ვარსკვლავურ წყვილს შვილი. თავის მრავალრიცხოვან ინტერვიუებში ჯოში ხშირად აღნიშნავს, რომ იგი მზად არის მამობისთვის. დადის ხმები, რომ ფრეჯი ჯოშს მალე აჩუქებს მემკვიდრეს. 13. ჯასტინ ტერი და ჯენიფერ ენისტონი დიდი ხნის ძებნის შემდეგ, როგორც იქნა ჯენიფერმა იპოვა თავისი ოცნების მამაკაცი ჯასტინ ტერის სახით. მათ ერთმანეთი გაიცნეს ქუჩაში, გასული წლის მაისში. წყვილი ამ წელს აპირებს, რომ თავიანთი ურთიერთობა დააკანონონ. 12.დენიელ კრეიგი და რეიჩელ ვაისი "აგენტი 007" ყოველთვის ლამაზი ქალების გარემოცვაშია. 2011 წლის ივნისში იგი საიდუმლოდ დაქორწინდა "მუმიის" ვარსკვლავზე და ულამაზეს რეიჩელზე წყვილი განუყოფელი გახდა ფილმის Dream House-ის გადაღებისას, სადაც ისინი მთავარ როლებში არიან. ისინი ერთად შესანიშნავად გამოიყურებიან და ცდილობენ თავიანთ ურთიერთობას აფიშირება არ გაუკეთონ. 11.ტომ კრუზი და კეტი ჰოლმსი დაშორებამაც კი არ გაანელა ინტერესი ამ ჰოლივუდური წყვილის მიმართ, არამედ პირიქით უფრო გაამძაფრა. ტომის და კეიტის ქორწინება ერთერთ ყველაზე მყარ და მგზნებარე ქორწინებად ითვლებოდა ჰოლივუდში. ერთად მათ 6 წელი იცხოვრეს. ბევრის აზრით ისინი ისევ შერიგდებიან, მათი გოგონას სურის საკეთილდღეოდ. 10.სტივენ მაიერი და ანა პაკუინი ოფიციალურ ქორწინებამდე, რომელიც 2010 წლის აგვისტოში ჰქონდათ, წყვილი სამი წელი ხვდებოდა ერთმანეთს. 2012 წლის სექტემბერში, რამდენიმე წუთის განსხვავებით ქვეყანას მოევლინენ მათი ტყუპები-სტივი და ანა. 9. მეთიუ მაკონეხი და კამილა ალვესი წყვილი ერთმანეთს 2007 წელს შეხვდნენ, როცა მეთიუო პოპულარობის პიკში იყო, ხოლო ალვესი პატარა კომპანიაში მუშაობდა მოდელად და დიზაინერად. წელიც არ იყო გასული, რომ მათ შეეძინათ პირველი ბავშვი. ექვს წლიანი თანაცხოვრების შედგად სამი შესანიშნავი შვილის მშობლები არიან. ხოლო გასულ წელს ოფიციალურად იქორწინეს. 10. კეშ უორენი და ჯესიკა ალბა ეს პროდიუსერ-მსახიობური კავშირი დაახლოებით რვა წელს ითვლის. ისინი ყველაზე შეყვარებული წყვილები არიან და მათი კავშირი დღითი დღე უფრო მყარდება. წყვილის სიყვარულს კიდევ უფრო ამტკიცებს მათი ორი პატარა და საერთო ინტერესები, რომელიც ჯესიკას თქმით მათ ურთიერთობას კიდევ უფრო ამყარებს. 7. ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი ქორწილს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ჰოლივუდური წყვილისას ბევრნი ელოდებიან და ალბათ ეს თემა ამ წელს უფრო აქტუალური იქნება, ვიდრე გასულ წელს იყო. ორივე მსახიობი ჰარმონიულად გრძნობს თავს პასპორტში შტამპის გარეშეც-ისინი ლამაზები, უზრუნველყოფილნი და ბედნიერნი არიან ერთად. ხოლო საქორწინო ცერემონიალი, რომელსაც ისინი გეგმავენ, მათი 6 შვილის თხოვნის გათვალისწინებით იქნება. 6. დევიდ და ვიქტორია ბექჰემები ოჯახური ღირებულებები ამ წყვილისთვის ითვლება ცხოვრებისეულ პრიორიტეტად. დროს რომელსაც ისინი თავის 4 შვილთან ერთად ატარებენ, დევიდის და ვიქტორიასთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და კარგია რელაქსაციისათვის. სრული ჰარმონია კი წყვილს შორის ვიქტორიას დამსახურებაა, რადგან მხოლოდ დევიდმა იცის როგორია ის რეალურ ცხოვრებაში. 5.ტომ ბრედი და ჟიზელ ბუნდეხენი როგორც გარეგნულად ისე შინაგანად, ამ წყვილის კავშირს მედია თვლის როგორც იდეალურ კავშირს ორ შეყვარებულს შორის გარდა ამისა ისინი არიან ბედნიერი მშობლები ორი მოზარდი ბავშვისა. 4. პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი აი წყვილი, რომელთაგანაც ბევრი რამის სწავლა შეიძლება. უილიამს და ქეითს, ამა წლის ზაფხულში შვილი შეეძინებათ. ლამაზი, კეთილი და სიცოცხლის მოყვარული კემბრიჯის ჰერცოგინია სრულიად ავსებს ვაჟკაცურ უილიამსს. 3. ორლანდო ბლუმი და მირანდა კერიმიუხედავად მრავალი ჭორებისა, რომ ორივეს აქვს რომანი სხვებთან, მირანდა და ორლანდო არ აპირებენ დაშორებას. ისინი აგრძელებენ ერთად თავისი 2 წლის ბიჭუნას, ფლინის გაზრდას. დადის ჭორები იმის შესახებ, რომ წყვილს ერთმანეთი არ უყვართ და ბლუმი ქორწინების მარწუხში მხოლოდ მირანდას ორსულობის გამო მოექცა. თუ ჭორებს ვენდობით ბლუმი გეიც იყო.. 2. რაიან გოსლინგი და ევა მენდესი წყვილი ერთმანეთს 2011 წლის შემოდგომიდან ხვდება ერთმანეთს. ამბობენ, რომ ახლო მომავალში 32 წლის რაიანი ცოლობას სთხოვს 38 წლის ევას, რომელიც სიამოვნებით დასთანხმდება მის წინადადებას. აღსანიშნავია, რომ ორივეს კარგი გარეგნობა და მგზნებარე ტემპერამენტი აქვთ, რაც მათ ურთიერთობას ჰარმონიულს ქმნის და რეიტინგშიც ამიტომ მეორე ადგილზე მოხვდნენ. 1.ჯეი-ზი და ბიონსე ეს წყვილი ყველაზე ცხელ წყვილად ითვლება ჰოლივუდში. ისინი რეიტინგით პირველ ადგილზე დამსახურებულად მოხვდნენ. ისინი გასულ წელს როგორც ყველაზე მდიდარ და ძლიერ წყვილებს შორის ლიდერობდნენ. 768 5-ს მოსწონს 2-ს არა
|