x
image
vendeta357
ფრინველთა გალობის თავისებურებები

ნაწილი I image მეცნიერები წლების განმავლობაში აკვირდებოდნენ და შეისწალიდნენ
ფრინველთა გალობის თავისებურებებს. მაგალითად, გერმანელი მკვლევრები
ბარტყებს გამოჩეკისთანავე ცალკე ათავსებდნენ და ზრდიდნენ სრულ იზოლაციაში
ისე, რომ მათ მიერ გამოზრდილ ჩიტებს არასოდეს მოესმინათ თვისტომთა ხმა.
ასეთ ჩიტებს გერმანელები ეძახდნენ "კასპერ ჰაუზერს" - იმ ბიჭის სახელს,
რომელიც XIX საუკუნეში ადამიანებისგან სრულიად მოწყვეტილი, აბსოლუტურ
მარტოობაში გაიზარდა. ცდებმა დაამტკიცა, რომ ფრინველის გალობა
დამოკიდებულია მისი განვითარების ეტაპებზე და აგრეთვე, სახეობის
წარმომადგენლებთან მის ურთიერთობაზე. შემდგომმა კვლევებმა ცხადყო, რომ ფრინველთა ყველა შესწავლილი სახეობის სასიმღერო მონაცემების განვითარება, ძირითადად, ერთნაირად მიმდინარეობს და ამ პროცესის მართვა, ყოველშემთხვევაში ნაწილობრივ მაინც, ენდოკრინული ჯირკვლებით ხდება. ბარტყის ჭყლოპინი სხვადასხვა სახეობისთვის სხვადასხვა დროს თანდათანობით იცვლება სხვა სიმღერით, რომელშიც ახალი "თემები" ჟღერს; შემდეგ კი დგება მესამე ფაზა, რომლის შემდგომაც ჩიტის გალობა საბოლოო დასრულებულ სახეს იღებს. ეს კი თითქმის არასოდეს ხდება მანამ, სანამ ჩიტი თავის სიცოცხლეში პირველ გაზაფხულს არ მოესწრება. ბოლო ფაზა სავსეა ახალი ხმოვანებით და მისთვის დამახასიათებელია უფრო ადრეული ასაკისთვის შესაფერისი თემების უარყოფა. საინტერესოა, რომ ზოგიერთი სახეობის ჩიტების გალობაში შეთვისებული თემები შეიძლება მხოლოდ რამოდენიმე თვის შემდეგ აჟღერდეს. პირველყოვლისა უნდა აღვნიშნოთ, რომ ათვისების პერიოდი საკმაოდ ხანმოკლეა - ფრენის დაწყებიდან პირველ გაზაფხულამდე. მაგრამ ვის გაკვეთილებს ითვისებს ბარტყი? ამ საკითხზე აზრთა დიდი სხვადასხვაობაა. როგორც ჩანს, ყველაზე დიდ გავლენას ახდენს ის ფრინველი, რომელიც კვებავს ბარტყს, თუნდაც ის სხვა სახეობის წარმომადგენელი იყოს.

0
70
3-ს მოსწონს
ავტორი:vendeta357
vendeta357
70
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0