x
image
Jokero
Mediator image
როგორ შევინარჩუნოთ ლამაზი ტუჩები
imageსაინტერესო რჩევა ქალებს:

რა არის საჭირო, იმისათვის რომ თქვენი ტუჩები იყოს ლამაზი?

ტუჩი - ძალიან ნაზია, მასზე მოქმედებს ატმოსფერული მოვლენები-მზე, ქარი, ტუჩის კანი შეიძლება იყოს მშრალი ან ცხიმიანი. თუ ტუჩები გამომშრალი გაქვთ, აუცილებლად უნდა წაისვათ მკვებავი კრემი, წინააღმდეგ შემთხვევაში, კანი დასკდება, აიქერცლება და ამ ხარვეზს ყველაზე ხარისხიანი პომადაც კი ვერ უშველის.

imageროგორ დავარბილოთ ტუჩები?


ტუჩებს არბილებს ხაჭოს ნიღაბი. ხაჭო წაისვით ბაგეზე და 10 წუთის შემდეგ ჩამოიწმინდეთ.
ქარში ტუჩები რომ არ დაგისკდეთ, კიტრის ან სტაფილოს წვენში არეული თაფლის, არაჟნისა და ხაჭოს ნაზავი დაიდეთ. 15 წუთის შემდეგ მოიშორეთ და მცენარეული ზეთი წაისვით.

შედეგი იდეალური იქნება.

მაგრამ თუ ბაგეზე კანი დამსკდარი გაქვთ, გახეხილ ვაშლში აურიეთ 1ჩ/კ კარაქი და ნაზავი 15-30 წუთით გაიჩერეთ. ეს კარგად დაგირბილებთ ტუჩებს.

ქალბატონებო - გამოიყენეთ ეს რჩევა და ხშირად გაიღიმეთ.

0
125
6-ს მოსწონს
ავტორი:Jokero
Jokero
Mediator image
125
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0