x
ტექნიკის ისტორია.
1.პალეოლითი (ადრეული ქვის ხანა) ქვისა და ძვლის იარაღების გამოყენება:ნაჯახი, დანა, ხერხი, საფხეკი, სადგისი, შუბი, მშვილდი, და ისარი; ცეცხლის შენახვა და პრიმიტიული სადგომების აგება.

2.მეზოლითი ( ქვის ხანის შუა პერიოდი) ხის დამუშავება; თევზის საჭერი ბადე; ნავი - დამზადებული გულგამოცლილი ხისგან.

3.ნეოლითი (ახალი ქვის ხანა) თიხის ჭურჭელი; ნამგალი; ძალაყინი; მორების საცხოვრებელი სადგომები; ლითონის დნობა; გუთანის და გამწევი ძალის გამოყენება; აგური;თვლიანი საზიდრები; აფრიანი ნავი;ბეწვეულის გამოყენება

4.1000 წელი ჩვენს ერამდე. ლითონის საბრძოლო და შრომის იარაღბის გამოყენება.


5. ჩვენი ერა XII საუკუნე . წყლის ბორბლის გამოყენება; კომპასი; ქაღალდი; ქარის წისქვილი.

6. XIII საუკუნე. დენთის გამოყენება ევროპაში; წიგნის ბეჭდვა.

7. 1712წ. მაღაროს ორთქლის მანქანა (ტ.ნიუკომენი)

8. XVIII საუკუნის შუა პერიოდი. საგრეხი და საქსოვი მანქანების გაუმჯობესება დიდ ბრიტანეთში.

9.1784 წელი უნივერსალული ორთქლის მანქანა (ჯ. უატი)

10.1797წელი ლითონის სახარატო ჩარხი (მოდსლი)

11.1800 წელი დენის ქიმიური წყარო (ა. ვოლტა)

12.1807 წელი პირველი ორთქლის მანქანიანი გემი (რ. ფულტონი)

13. 1825 წელი პირველი რკინისგზა (ჯ სტეფენსონი)

14. 1832 წელი ელექტრომაგნიტული ტელეგრაფი (პ.შილინგი)

15.1834 წელი ელექტროძრავი (მ. იაკობი)

16. 1839 წელი ფოტოგრაფია გამოსახულება ვერცხლის ფირფიტაზე. (ლ. დაგენი)

17.1876 წელი ტელეფონი (ა.ბელლი)

18.1877 წელი პირველი ხმის ჩამწერი მოწყობილობა ფონოგრამი(ედისონი)

19.1882 წელი პირველი ელექტროსადგური (ედისონი)

20.1884 წელი მრავალსაფეხურიანი ორთქლის ტურბინა. (ჩ.პარსონსი)

21.1885-86 წლები შიგაწვის ძრავიანი ავტომობილი ( ბენცი და დაიმლერი)

22.1895 წელი რადიოკავშირი (პოპოვი)

23.1895 წელი კინო: მოძრავი სურათების დემოსტრირების დანადგარი(ო.და ლ. ლიუმერები)

24.1896 წელი რედგენის აპარატი (რენდგენი)

25.1903 წელი შიგაწვის ძრავიანი მართვადი თვითფრინავი (უ. და ო. რაიტები)

26. 1920 წელი რადიომაუწყებლობა.

27. 1935 წელი რადარი (დიდი ბრიტანეთი)

28. 1945 წელი ატომური იარაღი პირველი აფეთქება - აშშ

29.1946 წელი ელექტრო გამომთვლელი მანქანები ( აშშ)

30.1948 წელი ტრანზისტორი.

31. 1950 წელი თანამედროვე სატელევიზიო სისტენის ჩასახვა.

32.1957 წელი დედამიწის პირველი ხელოვნური თანამგზავრი. (ს. კოროლიოვი)

33.1960 წელი ლაზერი (ტ.მეიმანი)

34.1961 წელი პირველი ადამიანი კოსმოში (ი. გაგარინი)

35.1969 წელი პირველი ადამიანი მთვარეზე (ნ. ამსტრონგი)

36. 1971 წელი მიკროპროცესორების გამოყენება (ფირმა "ინდელი" - აშშ).

0
105
შეფასება არ არის
ავტორი:ზერო
ზერო
105
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0