x
მეტი
  • 24.12.2024
  • სტატია:139007
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512554
რა სახის სათამაშო სჭირდება ბავშვს ასაკის მიხედვით *_*
imageპირველი თვე:


ამ პერიოდში ბავშვებს სათამაშოები არ სჭირდებათ, მათ ძირითადად ურჩევნიათ დედა სულ გვერდით ყავდეთ.


მე-2 თვე:



ბავშვის განვითარებისთვის საჭიროა ფორთოხლის, ან წითელი ფერის ბურთი, ასევე საწოლთან შეგიძლიათ დაამაგროთ 4 ფერიანი (წითელი, ყვითელი, ცისფერი, მწვანე ფერის) სათამაშოები.


მე-3 თვე:


ამ დროისათვის შეგიძლიათ დაუმატოთ ხმოვანი სათამაშოები, ასევე ჩხაკუნა, რბილი “ბრასლეტებიც''.


4-7 თვე:


ეს ის ასაკია როცა ბავშვები იწყებენ ხოხვას და დაჯდომას. ამ დროს საჭიროა რბილი ხალიჩა, კბილების ამოჭრისათვის საჭირო დამმხმარე საშუალებები, მათ შორის ხის კოვზიც.

უნდა გვახსოვდეს რომ ბავშვები ყველაფრის პირის საშუალებით აღიქვავენ, ამიტომ საჭიროა ვერიდოთ ისეთი სათამაშოების მიცემას, რომელთა გარეცხვაც რთულია, ან კუთხეები აქვთ (სასურველია იყოს მრგვალი ფორმის).


8-12 თვე:


ამ პერიოდისათვის საჭიროა ლოგიკური სათამაშოების მიცემა, მაგალითად, როგორიც არის პლასტმასიის ჭიქები, რომ ერთმანერთში შეძლონ ჩალაგება. თავიდან კი უჭირთ ამის გაკეთება, მაგრამ შემდეგ აუცილებლად გამოუვათ და ნახავთ რა კმაყოფილები იქნებიან თქვენ. უნდა გახსოვდეთ, რომ ბავშვები მაშინ სწავლობენ ადვილად რამის კეთებას, როდესაც აჩვენებთ.

ამ ასაკისათვის კარგი გასართობია სხვადასხვა ზომის თავსახურიანი ქვაბები, როდესაც ბავშვები ცდილობენ თავსაფარი მოარგონ (სახლში ხმაური კი იქნება, მაგრამ სამაგიეროდ პატარები კმაყოფილები არიან) . ასევე კარგია პირამიდის მზგავსი პლასტმასის რგოლებიანი სათამაშოც.


1-1.5 წელი:


ამ დროს ბავშვები ინტერესს იჩენენ ფერადი და სხვადასხვა ზომის ბურთების მიმართ. გოგონებისთვის კარგია საბავშვო ეტლი სატარებლად, ხოლო ბიჭებისათვის ავტომობილები, ანუ ისეთი სათამაშოები რომელთა გაგორებაც შეეძლებათ.


ამ ასაკისათვის ბავშვებს მოსწონთ უკვე ფერადი, ხმოვანი (მაგ: სხვადასხვა ცხოველის ხმით) ილუსტრირებული წიგნები. კარგია თუ წიგნები იქნებიან სქელ ყდიანები, რომ პატარებმა ადვილად შეძლონ გადაშლა და არ დახიონ.


ასევე ბავშვებს მოსწონთ, როდესაც თითებს ყოფენ საღებავში და ფურცელზე ისე ხატავენ.


1.5-2 წელი:


ამ დროს კარგია თუ არსებულ სათამაშოებს დავუმატებთ საბავშვო “ვედროს'' და პლასტმასის “ლაპატკას'', რათა ადვილად შესძლონ კარგ ამინდში ქვიშაში, ხოლო ზამთარში თოვლით თამაში.


2-3 წელი:


ამ ასაკში კარგია საღებავები, პლასტელინი, “პაზლები'' დომინო, ლოტო, ძირითადად ისეთი ასაწყობი სათამაშოები, რომლებიც მსხვილი დეტალებისგან შედგება.


3-6 წელი :


ამ პერიოდისათვის ბავშვებს უყვართ რაღაცის შეკეთება, ყველაზე კარგია ისეთი სათამაშოები რითიც შეძლებენ სხვადასხვა კონსტრუქციების აწყობას. სასურველია კუბიკები ასოების, ან ფერადი სურათების გამოსახულებით, გოგონებისთვის საუკეთესო საჩუქარია სამზარეულოს ნაკრები, მათ შორის პატარა ცოცხი, წინსაფარი და ა.შ; ხოლო ბიჭებისთვის სათამაშო სამუშაო იარაღების ნაკრები.

პატარებისათვის იდეალური ვარიანტია სხვადასხვა მოძრავი ცხოველები, რომლებზეც შეუძლიათ იკატაონ და სხვადასხვა ისტორიები მოიგონონ.


1
1182
3-ს მოსწონს
ავტორი:PAPILLON
PAPILLON
1182
  
0 1 1