სხვა არიზონას უდაბნოში იდუმალი იასამნისფერი სფეროები აღმოაჩინეს (ფოტოები და ვიდეო) 2013, 5 თებერვალი, 22:39 კვირას ჟერალდინ ვარგასი და მისი მეუღლე არიზონას უდაბნოში გაემგზავრნენ ფოტოების გადასაღებად და იქ ძალიან უცნაური რამ აღმოაჩინეს-პატარა, მზეზე მოელვარე იასამნისფერი სფეროების გროვა. ბურთულები წებოვანი და ნახევრადგამჭვირვალე იყო. დაჭერისას ისინი სკდებოდა სპეციფიური ხმის გამოცემით. ასეთი რამ მეუღლეებს აქამდე არასოდეს ენახათ. თანაც სრულიად გაუგებარი იყო საიდან გაჩნდა ეს გროვა დაუსახლებელ უდაბნოში. ვარგასი ნაცნობ ზოოლოგს დაუკავშირდა და ფოტოები გაუგზავნა, მაგრამ მანაც ვერაფერი გაიგო. მაშინ მათ ფოტოები ტელევიზიაში გააგზავნეს. ჟურნალისტები მოვიდნენ და სიუჟეტი გადაიღეს. მერე კი ბოტანიკოსებ დაუკავშირდნენ, რომლებმაც განაცხადეს, რომ თუ ეს ბურთულები ბუნებრივი წარმოშობისაა მაშინ თეორიულად ეს შეიძლება სოკოს სახეობა იყოს. მაგრამ ეს ჯერ მხოლოდ და მხოლოდ ვარაუდია. 105 3-ს მოსწონს
|