ინტერნეტში itv.ge-ით ბიძინა ივანიშვილის ეს ფოტო გავრცელდა.ამ ყველაფერს არაეთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა საზოგადოებაში- ზოგიერთის თქმით ფოტო დამონტაჟებულია, ზოგიერთის თქმით კი ეს ყველაფერი უბრალოდ უხამსობაა.
ჩემი აზრით, კი ეს ყველაფერი იმ ბინძური პოლიტიკის ნაწილია, ივანიშვილის წინააღმდეგ რომ მიმდინარეობს.
მის სურათს ჯურნალისტი შემდეგნაირად აღწერდა:“ბიძინას „ჰუგო ბოსის“ თეთრი საცვალი, დაახლოებით 1941 წელს გამოშვებული საცვლების კოლექციიდანაა. ბიძინას გაოგნებულ ფანებს, კიდევ უფრო ეტკინებათ გული თუ გაიგებენ, რომ მსგავსი საცვლებით ვერმახტის ოფიცრები იწონებდნენ თავს.
ბიძინა ივანიშვილი, რომელიც დიქტატორების მიმართ სიმპათიებს არ მალავს, როგორც ჩანს, ფაშისტებთან სულიერ სიახლოვეს საცვლებით გამოხატავს. მკითხველმა შეიძლება გაიკვირვოს, ბიძინას ტრუსების და ვერმახტის ერთ კონტექსტში განხილვა, მაგრამ თავად ბიძინამ არ დაგვიტოვა, სხვა ვერსია, რომელიც ამ ფოტოს გადაღების მიზეზს ახსნიდა". უბრალოდ სასაცილოა ჟურნალისტის არგუმენტები.