სხვა გენიოსები ხუმრობენ 2 ნაწილი. 2013, 5 თებერვალი, 20:29 1. პირველი ლექცია შესანიშნავი დეკლამატორი მარკ ტვენი ლექციის ჩატარების წინ შიშით იყო შეპყრობილი, მაგრამ პირველივე წინადადებით აღაფთოვანა მსმენელი. ეს ცნობილი პირველი წინადადება ასე ჟღერდა: "იულიუს ცეზარი მოკვდა, შექსპირი მოკვდა, ნაპოლეონი მოკვდა და მეც ვერ ვგრძნობ თავს მთლად ჯამთელად". 2. უნდობლობა პარიზის ერთ სალონში რომელიღაც მწერალი ყვებოდა: - ამ რამდენიმე დღის წინ, მარსელში რომ მივემგზავრებოდი, ჩემს კუპეში ქალი იჯდა და ჩემს ახალ რომანს კითხულობდა. იგი ორი სადგურითგაცდა იმ ადგილს სადაც მიდიოდა... - ალბათ თუ ჩაეძინა - შენიშნა კრიტიკოსმა იან კოკტომ. 3. მკაცრი კრიტიკოსი. ერთი კრიტიკოსი ალექსანდრე დიუმას რომანში გამოთქმას აკრიტიკებდა: - რა არის მტკინვეული სიცარიელე, როგორ შეიძლება ცარიელი საგნის ტკივილი? დიუმამ მიუგო: - განა თავი არასოდეს გტკივებიათ? 4. შეუძლებელი - უკვე წაიკითხეთ ჩემი ლექსები? - კი, და ორი მათ შორის ისეთია, რომელთა დაწერასაც ვერც ჰაინე და ვერც პუშკინი ვერ შეძლებდნენ. - ფრიად სასიამოვნოა! რომლებია განა? - ერთი კინოზე და მეორე რადიოზე. 5.შეხვედრა პარკში გოეთე ვაიმარის პარკში სეინობდა. ვიწრო ბილიკზე, სადაც მხოლოდ ერთ ადამიანს შეეძლო გავლა, კრიტიკოსი შეხვდა. იგი მტრულად იყო განწყობილი გოეთესადმი და მკაცრად უთხრა: - მე სულელებს გზას არ ვუთმობ! - მე კი პირიქით, - ღიმილით მიუგო პოეტმა და განზე გადგა. 219 1-ს მოსწონს
|