შოუბიზნესი დიმა ბილანი ტაილანდში ისვენებდა (სურათებით და ვიდეოებით) 2013, 5 თებერვალი, 11:17 ცნობილი და საკმაოდ წარმატებული, რუსი მომღერალი დიმა ბილანი ტაილანდში, კერძოდ არქიპელაგის ერთ ერთ მყუდრო და გადაკარგულ კუნძულზე "ფხი-ფხი"-ზე ისვენებდა, მან გადაწყვიტა მისი ფანებისათვის გაეზიარებინა ამ დასვენების შთაბეჭდილებები და სურათები. დიმას აზრით მისთვის აუცილებელი იყო განმარტოვება, სადაც არ შეაწუხებდა ცივილიზაციის და დიდი ქალაქებისათვის დამახასიათებელი დაძაბული დღის რეჟიმი. მრავალწლიანმა თავდაუზოგავმა შრომამ ეს სურვილი თავისდაუნებურად გაუჩინა მომღერალს. მან ტელეფონიც კი გამორთო და ფოსტასაც იშვიათად ამოწმებდა, მთელ დღეს ქვიშიან სანაპიროზე წამოწოლილი ატარებდა და მზის აბაზანებს იღებდა. ხანდახან მოტოციკლით თუ გაიკატავებდა კუნძულზე, თავს იკავებდა ყოველგვარი ალკოოლური სასმელებისაგან და ისვენებდა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. კვებით იკვებებოდა ტაილანდური სამზარეულოთი და ადგილობრივი ხილის წვენებს იღებდა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ის ამ კუნძულზე მის ყოფილ საცოლესთან ლენასთან, დიმა როგორც ეძახის "ლიალია"-სთან ერთად იმყოფებოდა, მაგრამ ამის შესახებ თვითონ მომღერალი არაფერს ამბობს. დიმას თქმით მოსკოვში დაბრუნების შემდეგ ის მრავალ სიურპრიზებს შესთავაზებს თავის მსმენელს და არაერთ დაუვიწყარ და ენერგიულ კონცერტს მოაწყობს, როგორც რუსეთის ტერიტორიაზე ასევე მის ფარგლებს გარეთაც. ტაილანდში დიმა ბილანის დასვენების სურათებს და ვიდეოებს უკომენტაროდ შემოგთავაზებთ. 167 13-ს მოსწონს
|