x
ღეროვანი უჯრედები და ადამიანის კლონირება
image

სტატიაში ვისაუბრებ ღეროვან უჯრედზე, მის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟსა და დადებით და უარყოფით მხარეებზე.

დავიწყოთ ღეროვანი უჯრედების განმარტებით: ესაა განსაკუთრებული სახის უჯრედი, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ ქსოვილად გარდაქმნა. არსებობს ემბრიონული და ზრდასრული ადამიანის ღეროვანი უჯრედი. წარმოიდგინეთ, ლაბორატორიაში "გამოზრდიან" ორგანოს და დაზიანებულის ნაცვლად გადაუნერგავენ. ამ მეცნიერული მიღწევით განიკურნებიან სხვადასხვა ქრონიკული დაავადების მატარებელნი: ტიპი 1 დიაბეტიანები, ალცჰაიმერითა და პარკინსონით დაავადებულნი, უსინათლოები და ა.შ.


ღმერთო, რა ჯობს თუ ამ საშინელებებს "მოერევა" ადამიანი, მაგრამ ახლა ამ საკითხის მეორე მხარესაც შევხედოთ.



imageემბრიონულ ღეროვან უჯრედს იღებენ 3-5 დღის ემბრიონიდან. ემბრიონს ისეთივე სტატუსი აქვს, როგორც მე და თქვენ. მაშ, რატომ უნდა იყვნენ ისინი საცდელი ბაჭიები?! პლუს ამას, იქმნება კავშირი აბორტთან, რაც პირადად ჩემთვის სრულიად დაუშვებელია! ემბრიონული უჯრედი ძალიან ეფექტურია და მისი კვლევა გაცილებით წინაა წასული, რაც მათზე "მოთხოვნას" ზრდის.



ამას ვინ ჩივის და მივდივართ ადამიანის კლონირებამდე.


image



აბა, ვინ იცნობს დოლის? დიახ, ეს პირველი კლონირებული სულიერია, დედალი ცხვარი. მან ექვსი წელი იცოცხლა. ვითომც არაფერიო, მაგრამ ბოლოს ისეთი დაავადებით დაიღუპა, რომელიც შეიძლებოდა მხოლოდ მოზრდილ ცხვარს ჰქონოდა, თითქოს მისი უჯრედები უფრო სწრაფად განვითარდნენ, ვიდრე ჩვეულებრივებისა. გარდა ამისა, ეს რელიგიასთან ვერ თანხმდება. მართმადიდებლური ეკლესიის სწავლებით "ადამიანთა სულები არსებობას იღებენ შესაქმის შედეგად", ვინაიდან უფალი ამბობს: "ინაყოფიერეთ და გამრავლდით".


რა გამოდის? ერთ დღეს მეცნიერი გაიღვიძებს კარგ ხასიათზე, წავა ლაბორატორიაში, სრულიად შემთხვევით გააკეთებს თავის მსგავს არსებას, ანუ კაცი იმდენად წინ მიდის, რომ უკვე იწყებს "სხვა კაცების" შექმნას. საბოლოო ჯამში იღებს იმ ფუნქციას, რომელიც როგორც წესი, აქამდე ღმერთს მიეწერებოდა. ცხოვრება უფროდაუფრო საინტერესო ხდება...




0
248
1-ს მოსწონს
ავტორი:შეშაქალი
შეშაქალი
248
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0